x
image
კატაპულტი
თუ კორონავირუსით დაავადება არ გსურთ, ამ ჩვევებისა და ,,ტრადიციების" დავიწყება მოგიწევთ

image
აგერ უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსის გამო ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პანიკაშია, ნაწილი სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა ვირუსის შიშს თითქმის ყველა განიცდის. ქვემოთ, ნაწილობრივ იუმორის ენით, წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც კორონავირუსისგან ნაწილობრივ მაინც დაგიცავთ:

დაივიწყეთ “ჩაპროშვნის ტრადიცია" (დროებით მაინც). ქართველებს გვჩვევია ახლობელ ადამიანთან შეხვედრისას მისალმების ზედმეტად ემოციურად გამოხატვა - ჩახუტებით, გადახვევით, გადანასკვით, “ჩაპროშვნით" და ეს ყველაფერი შეიძლება უცხოსთანაც გამოავლინოს კორონავირუსისაგან თავდაცვისათვის შეზარხოშებულმა ქართველმა კაცმა. სიყვარული და ჩახუტება კარგია, მაგრამ ამჯერად თავი უნდა შევიკავოთ.

არყისა და ნივრის ლეგენდა. სინამდვილეში ეს ორი პროდუქტი სულაც არაა ლეგენდა და მართლაც დადებით შედეგს იძლევიან ვირუსებთან ბრძოლაში, მაგრამ ჯერჯერობით არაა დადასტურებული, მართლაც შეიძლება შეამცირონ, თუ არა მათ “, კორონათი" დაავადების რისკი. როგორც არ უნდა იყოს, უნდა დავივიწყოთ “დაკლებას მორჩენა სჯობია" ჩვევა და ნუ შევებრძოლებით ვირუსს არყით გონების დაკარგვამდე ან ნივრით კუჭის გაღიზიანებამდე.

დაივიწყეთ სიტყვა “ტეხავს" პირბადის გაკეთებისას, რადგან სიცოცხლის სიყვარული არ “ტეხავს."

ნუ დააცარიელებთ სავაჭრო ობიექტებს სურსათისგან, მათაც დაუტოვეთ ცოტა საკვები, ვისაც ხელფასი ჯერ არ აუღია:)

ვისაც შესაბამისი კონტაქტები გაქვთ “ზევით", გადაეცით, მოეშვნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ფულის კეთებას და პირბადე მაქსიმუმ 20თეთრი რომ ღირდა და ახლა 2 ლარი გახდა, სირცხვილია-თქო.

0
386
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0