x
image
ქეთი1988
Mediator image
კიმ კარდაშიანის პარიზში დაყაჩაღების ისტორია ახალ კომედიურ ფილმს დაედება საფუძვლად

image

როგორც იცით, 2016 წელს კარდაშიანების კლანის წარმომადგენელი დაყაჩაღების მსხვერპლი გახდა პარიზში ერთ-ერთ სასტუმროში. მაშინ ყაჩაღები პოლიციელების ფორმაში გამოწყობილები შეუვარდნენ კიმს ნომერსი, იარაღი დაუმიზნეს, შებოჭეს და სააბაზანოში გამოკეტეს შიშველი, შემდეგ კი ძვირფასეულობა გაიტაცეს და გაიქცნენ. მართალია გარკვეული დროის შემდეგ ყაჩაღებიც დააკავეს და ძვირფასეულობაც აანაზღაურეს, მაგრამ ცნობილია რომ ამ ფაქტის გამო კარდაშიანი დიდი ხნის განმავლობაში შოკში იყო და ფსიქოლოგიური დახმარებაც დასჭირდა.

image

ამ ისტორიამ შთააგონა ფრანგი რეჟისორი ჯოან სფარა კომედიური ფილმის გადაღებაზე. სიუჟეტის მიხედვით ხანშიშესული ყაჩაღების ჯგუფი ცდილობს გაძარცვოს ცნობილი სელებრითი პარიზის მოდის კვირეულის დროს. ფილმში გაჟღერებული იქნება ასევე ფემინიზმის და პატრიარქატის თემები. ფილმი 2020 წლის გაზაფხულზე გამოვა.

image

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0