x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ტრამპის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ ამერიკელებმა “გუგლში” აღნიშნული ქვეყნის მოძებნა დაიწყეს
ტრამპი


ადამიანი სანამ მოგზაურობას გადაწყვეტდეს, როგორც წესი, ჯერ “გუგლში” შეხედავს ხოლმე სასურველ მიმართულებას, ეძებს მის შესახებ ინფორმაციებს და ათვალიერებს იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლების ნახვაც შეუძლია. მაგრამ ასეთ დროს ინფორმაციების მოძიება კონკრეტული საკვანძო ფრაზებით ხდება და თუ საძიებო ველში შეტანილ წინადადებებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ მას, ვინც მოგზაურობას იწყებს, როგორც წესი, გარკვეული წარმოდგენა უკვე აქვს იმ ქვეყანაზე, სადაც გამგზავრებას აპირებს.


მაგრამ ტრამპის ინდოეთში ვიზიტის დროს გაირკვა ერთი ძალიან უცნაური რაღაც. თურმე, გაგიკვირდებათ და ამერიკელების ძალიან დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, თუ სად მდებარეობს და უფრო მეტიც, რა არის ინდოეთი.


დაფიქრდით, ადამიანებს არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა არის ინდოეთი – ქვეყანა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში ჩინეთის შემდეგ.



როგორც ირკვევა, ტრამპის ინდოეთში ვიზიტის მიმდინარეობისას “გუგლში” ამერიკიდან მკვეთრად მოიმატა ისეთი საძიებო ფრაზების რაოდენობამ, როგორებიცაა “რა არის ინდოეთი” და “სად არის ინდოეთი”.


ტრამპი

გასაოცარი ამაში არაფერი იქნება, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მაშინ, როცა მიმდინარე წლის დასაწყისში ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, შეერთებული შტატების მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედმა იცოდა, თუ სად მდებარეობდა ირანი.


აშკარაა, რომ ამერიკულ განათლების სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს.



1
162
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
162
  
2020, 27 თებერვალი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1