x
image
levansxvi
სახალისო ანეკდოტები

image

***

- მამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?

- კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?


***

- გამარჯობათ, ბილიკი მინდა შეგიკვეთოთ საღამოსთვის!

- კი ბატონო. რამდენი მეტრი გინდათ და სად უნდა მიდიოდეს?

- რა? ალო! ეს ბოულინგ-ცენტრია?...


***


რა საშინელება იქნება მორზეს ანბანი ჩინურად?!


***

- რატომ არის ეს მინისტრი ასე იდიოტად გამოყვანილი, რის თქმა უნდოდა ამით რეჟისორს?

- კაცო, ეს ფილმი კი არ არის, ახალი გადაცემაა, პირდაპირ ეთერში...


***


ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9.

ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს კითხეს:

- რას ნიშნავს 6/9 ბავშვი?

განსაცვიფრებელი პასუხი:

- ცოლი მეექვსე თვეშია.


***

ბავშვი ინტერესით აკვირდება მურაბების სარდაფში ევაკუაციის პროცედურას.

- სად მიგაქვთ?

- სარდაფში. რომ მერე ზამთარში შევჭამოთ.

- კი მაგრამ, ზამთარი ხომ იყო უკვე?


***

- "სლუშ ბიჩო, თი ნე ზნაეშ ფაჩემუ რუქი მოიუტ ქაჟდი დენ, ა ნოგი - ნიქაგდა?"


***

იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ?


***

- ჰმ!... ვირო მადლიო რაა... მე მაგათთვის ღამით არ მეძინა და დღისითაც ვფხიზლობდი, სულ იმას ვცდილობდი მათთვის მესიამოვნებინა, მაგათ კი რით გადამიხადეს... არა, ესე საქვეყნოდ ღობეზე მიწერა მაინც რა იყო? მე მზადა ვარ ტყვიას შუბლი მიუშვირო, ეგენი კი... ავი ძაღლიაო!!! ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...


***

ბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.

ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.

- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.

- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?

- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...

მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?

ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...

შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:

- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...


***

კლიენტი - ოფიციანტს:

- მომიტანეთ, გეთაყვა, "ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი" ლიმონით!

ოფიციანტი:

- "ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი" რითი?



***

- მამიკო, რას ნიშნავს "ბუდრუნენტის მოგვაჯირება"?

- არ ვიცი, შვილო. სად წაიკითხე?

- არსად. მე თვითონ მოვიგონე!


***

- შენი რძალი კარგი დიასახლისია?

- აბა როგორ გითხრა... კვერცხებს კონსერვის გასახსნელით ხსნის.


***

- აიღე კრედიტი?

- არ მომცეს!

- გრაფა "შემოსავალში" რა ჩაწერე?

- 4-5 მობილური თვეში...


***

- დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!

- ჰოო? აბა დაითვალე!

- ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე,
დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი...


***

- შენ ცხენების გეშინია?

- არა!

- იმათ შენი?


***

- ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.

- ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?

- აი სწორედ მაგას ვეძებთ.


***

სტადიონის შესასვლელში:

- ბიჭუნა, სად იშოვე ბილეთი ასე ძვირადღირებულ მატჩზე?

- მამაჩემმა იყიდა.

- თვითონ სად არის?

- სახლში. ბილეთს ეძებს...


***

კარზე ზარია:

- გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.

- ზევიდან თუ ქვევიდან?

- რა... ეგრე პირდაპირ?

- ...


***


- ალო! ასოციაცია "კონტინენტალი" გაწუხებთ...

- ასოციაცია "კონტინენტალი" სულაც არ გვაწუხებს - უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს.


***

- მიხო, ხვალ მშობლების გარეშე სკოლაში არ მოხვიდე!

- ზეგ?


***

"პახმელიაზე":

- გუშინ პარასკევი იყო, ხვალ შაბათია... დღეს რა დღეა ნეტა?


***

- რატომ წახვედით პოლიტიკაში?

- აბა შეხედეთ რა ხდება - მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, კორუფცია, უსაქმურობა...

- და თქვენ გინდათ ყველაფერ ამას ებრძოლოთ?

- არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობა მინდა.


***

- მძიმე ბავშვობა მქონდა: ოპერატიული - 64 კბ ...


***

თუ გასუქების გეშინიათ, ჭამის წინ 50 გრ კონიაკი დალიეთ - შიშის გრძნობა გაგიქრებათ.


***

- თქვენმა ძაღლმა მიკბინა. მე კომპენსაციას მოვითხოვ!

- კი ბატონო! მე გავაკავებ და თქვენ უკბინეთ.


***

აფთიაქში:

- აციდიუმაცეტილოსალიცილიუმი გაქვთ?

- ასპირინი გინდათ?

- ჰო რა! სულ მავიწყდება ამ წამლის სახელი...


***

- ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ.

- ჰო. მერე?

- დაიწვა.

- რა დაიწვა?

- ყველაფერი.

- რა ყველაფერი?

- ყველაფერი დაიწვა.

- ყველაფერი როგორ დაიწვა! მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი?

- მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც...

- "CD-ROM-იც?"


- კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც...

- ეგ როგორ... რა მოხდა ეგეთი?

- ხანძარი იყო ოფისში...


***

- მამიკო, სულ "უფულობა, უფულობა" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?

- ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...

- უფულობა?

- უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...


***

- მამიკო, მე რომ შენხელა ვიქნები, შემეძლება რაც მინდა ის გავაკეთო?

- არა შვილო, მაშინ უკვე ცოლი გეყოლება.


***

ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.

- ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.

- არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!

2
44
4-ს მოსწონს
ავტორი:levansxvi
levansxvi
44
  
2012, 10 აგვისტო, 13:41
+10
0 1 2