x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მეტი რუსეთი ევროპაში?!

image

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (14-16.02.2020) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებს შორის. ზოგადად, ნებისმიერი სახის კონფერენცია, სადაც ათობით სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია იყრის თავს ყოველთვის იმსახურებს ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეხვედრებისთვის კულუარული შეხვედრები დამახასიათებელია და ამ შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება, მაინც შესაძლებელია ზოგად ტენდენციებზე მსჯელობა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით.

2020-ის კონფერენციას 35 სახელმწიფოს ლიდერი და 100-მდე საგარეო და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. განსახილველი თემები კი შეეხო თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს,
სირიიდან ლიბიამდე და კორონავირუსიდან კლიმატის ცვლილებასა და მეხუთე თაობის ინტერნეტამდე. კონფერენციას ესწრებოდა ქართული დელეგაციაც პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით. ბევრი მხარდამჭერი განცხადებაც გაკეთდა საქართველოს მიმართ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს განცხადებები რეალობაზეც აისახება...
მაგრამ რით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის წლევანდელი კონფერენცია?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი ლიდერის ადგილი დაიმკვიდრა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი თამამი იდეები ევროკავშირის თავდაცვის გეგმებთან დაკავშირებით და მისი არანაკლებ თამამი შეფასებები ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობებზეც ასევე ცნობილია. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, თუ რას იტყოდა მაკრონი და როგორ პოზიციას დაიჭერდა, როგორ გზავნილებს გაახმიანებდა ნატოზე, ევროკავშირსა და რუსეთთან ურთიერთობებზე. ვფიქრობ, საქართველოსთვი სწორედ ეს განცხადებები უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წლევანდელი კონფერენციიდან. ამ განცხადებების ზედაპირულად შეფასება, რომ მაკრონს არ ესმის გეოპოლიტიკა, ვერ ხედავს რეალურ გამოწვევებს და ოცნებებში ჩაფლული ახალგაზრდა პრეზიდენტია, რომელსაც ევროკავშირში ლიდერის პოზიციის დაკავება სურს, ძალიან ზედაპირული შეფასება იქნება.

ევროკავშირის სამი წამყვანი ქვეყნიდან დღეს მხოლოდ საფრანგეთი დარჩა, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ლიდერის როლის შესრულება და ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. დიდი ბრიტანეთი "ბრექსიტის" შემდეგ უფრო მეტად საშინაო საქმეებზე არის გადართული და ბორის ჯონსონისთვის უფრო დიდ გამოწვევას ახლა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება წარმოადგენს, ვიდრე ზოგადევროპულ პოლიტიკაზე ფიქრი. გერმანია ძლიერი ეკონომიკირ მქონე ქვეყნად რჩება, თუმცა საშინაო პოლიტიკაზე უფრო მეტი აქვთ საფიქრალი. ანგელა მერკელს კანცლერობის ვადა ეწურება, მის მიერ დაახლოებით ერთი წლის წინ დასახელებულმა კანდიდატმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა უარი თქვა კანცლერის თანამდებობის დაკავებაზე. ახლა გამოწვევას მერკელის შემცვლელის პოვნა წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიაში მემარჯვენე პოლიტიკური ძალები წინაურდებიან და ეს ტურინგიაში გამართულმა არჩევნებმაც აჩვენა, დავინახავთ, რომ გერმანიის პოტენციური ახალი ლიდერისა და მერკელის "მემკვიდრისთვის" შიდა პოლიტიკის დალაგება ასევე დიდი გამოწვევა იქნება. იხილეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
131
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0