x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
Bella Donna: მონიკა ბელუჩი

image
ნამდვილი იტალიელი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი დაიბადა პატარა ქალაქ Città di Castello-ში იტალიის მხარის უმბრიის ჩრდილოეთით ოჯახში, რომელიც შოუ-ბიზნესთან დაკავშირებული არ იყო. პროვინციალური ყოფისგან თავის დაღწევას მონიკა იურისტად გახდომით ფიქრობდა. მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის მაღალი გადასახადის გამო მომავალი ვარსკვლავი შემოსავალს იღებს ფოტომოდელად მუშაობით. ნახევარ-განაკვეთიანი სამუშაო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მონიკას სწრაფად გაუცივდა გული იურისპრუდენციაზე და თავი შოუ-ბიზნეს მიუძღვნა.

1988 წელს მონიკა უკვე მილანშია, სადაც ხელს აწერს კონტრაქტს Elite Model Management-თან. ერთი წლის შემდეგ კი ის უკვე მონაწილეობს Elle და Dolce&Gabbana-ს სარეკლამო ფოტოსესიებში. Dolce&Gabbana გადაიქცა მონიკასთვის სამუდამო სიყვარულად.

image

1992 წელს მოდის პირველი წარმატება კინოშიც. მან მონაწილეობა მიიღო კოპოლას ფილმში "დრაკულა".


შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მონიკა დაგვიანებით დაიბადა, მისი სილუეტი-დიდი მკერდი, მრგვალი თეძოები უფრო 50-იანების სტილშია, ვიდრე 90-იანების მამაკაცური სილუეტის, მაგრამ მამაკაცებს ვერ მოატყუებ, რადგან ჩახუტებისას სრულიადაც არ სურთ მათ ქალი "ხელში შემოატყდეთ". ანორექსიულ 90-იან წლებში მონიკა 58 კგ-ს იწონიდა და თამამად მიიწევდა წინ ქარის საპირისპირო მიმართულებით როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

მონიკა არ მალავს თავის ღირსებას და თამამად წარმოაჩენს საკუთარ ფორმებს მოდური ჟურნალების გარეკანზე, კინოეკრანზე და რეალურ ცხოვრებაშიც. ამის გამო უყვართ იტალიელი ლამაზმანი მამაკაცებს და თეთრეულის მწარმოებელ ფირმებს.

image

თუმცა შოუ-ბიზნეს თავისი მკაცრი წესები აქვს, რის გამოც მონიკას უწევდა შეგუება და ერთგვარი a-la french გოგონას თამაში-თამამი და მებრძოლი, მაგრამ ნაზი და დაუცველი ამავდროულად.

სწორედ ასეთი მონიკა შეუყვარდა ვინსენტ კასელს ფილმის "ბინა" გადაღებისას 1996 წელს. ვინსენტმა დაუყონებლივ სთხოვა ხელი მონიკას, მაგრამ უარი მიიღო და მთელი სამი წელიწადი ცდილობდა 30 წელს გადაცილებული "მოზარდი-გოგონას" გულის დაპყრობას.

image

1999 წელს ისინი დაქორწინდნენ, და მონიკამ გადაწყვიტა რომ თამაშისთვის თავის დანებების დრო დადგა. 90-იანი წლები უკვე ჩავლილი იყო, მოდელებმა ნელ-ნელა დაიწყეს ჭამა და წონაში მომატება, მონიკა კი როგორც იქნა დაუბრუნდა თავის თავს და გაიფურჩქნა მისთვის საყვარელ კლასიკურ სტილში.
სოფი ლორენთან შედარება მუდმივად თან სდევს მონიკას, სოფის იერსახე როლში ფილუმენა მარტურანო ფილმიდან "ქორწინება იტალიურად", რომელიც ეკრანზე მონიკას დაბადების წელს გამოვიდა, აჩრდილივით დაყვება მონიკას. ველური, უსაზღვრო სექსუალურობის და გრაციოზული კლასიკის შერწყმა-აიძულებს მამაკაცებს დაკარგონ გონება და ნებისყოფა. გახსოვთ ალბათ "ლედი სასტუმროში, ავაზა საწოლში"...მამაკაცებს მეტი არც სჭირდებათ.

image

თუმცა მონიკა საკმაოდ კარგი დიასახლისია, უკვე 13 წელიწადია გათხოვილია, მისი ოჯახური ცხოვრება თვალსაჩინო სკანდალების გარეშე მიედინება, რაც მსახიობების ოჯახისთვის საკმაოდ იშვიათობაა. მას ჰყავს ორი შესანიშნავი ქალიშვილი, მსახიობი გადავიდა კლასიკური იტალიელი ქალბატონის სტადიაში, თუმცა მას თვალები კვლავ ნაზი მოზარდი-გოგონასავით უციმციმებს.

image

image

image

დოლჩე და გაბანა კი, რომელთანაც მონიკა უკვე 20 წელიწადია მუშაობს, ამას კარგად გრძნობს. ვარსკვლავის ბოლო ფოტოსესია გადაღებულია ომის შემდგომი იტალიის, სწორედ ფილუმენა მარტურანოს სტილში.

image

image

image

8
1458
11-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
1458
  
2013, 5 ოქტომბერი, 22:08
ნამდვილად.. უნაკლოა ამ ასაკშიც კი..
2013, 27 სექტემბერი, 12:02
მაგაზე ნაკლები არ უნდა იყო ქალია... არა ანი? :D მართლაც მაგარი ლამაზია...
2013, 27 სექტემბერი, 4:50
არისტოკრატული სილამაზეც აქვს და საოცრად სექსუალურია.. იმენა თუ ხარ მასეთი უნდა იყო რაააა...
2013, 27 იანვარი, 22:45
ყველაზე სასურველი ქალია მსოფლიოში რააა:D
2012, 16 აგვისტო, 0:18
best
2012, 10 აგვისტო, 23:18
დზალიან მომხიბვლელი ქალია
2012, 10 აგვისტო, 15:12
ეს ქალი მეც მიყვარს +10000000000
2012, 10 აგვისტო, 10:21
მიყვარს ეს ქალიიიიი
0 1 8