x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ცხოვრობს კაცი,რომელსაც 21 წელია ლონდონის ავტობუსებში სძინავს
image

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი განუცხადა მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, სანის ბოლო ორი ათეული წელია იმ ავტობუსებში სძინავს, რომლებიც ლონდონის ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე მოძრაობენ. როგორი გრძნობაა ყოველ ღამე ავტობუსის პირველ სართულზე ძილი?



სანი(მას ნამდვილი სახელის გამჟღავნება არ სურს) მოთმინებით ელოდება ავტობუსს. ზამთრის ქარი აფრიალებს მის ძველ ქურთუკს, ხელები და ფეხები ეყინება.



უკვე შუაღამეა, დაღლილობისგან ძლივს დგას ფეხზე და ეღიმება, როდესაც დაინახა, რომ ავტობუსი როგორც იქნა უახლოვდება და გაჩერებაზე ხის ტოტებს ეხება. დანარჩენ მგზავრებს წინ უშვებს, ესალმება ნაცნობ ავტობუსის მძღოლს და Oyster -ის ელექტრონული ბარათით იხდის მგზავრობის საფასურს.


image


სანი კმაყოფილია, რომ ავტობუსის პირველ სართულზე ბოლო რიგი, - მისი საყვარელ ადგილი თავისუფალია, კომფორტულად მოკალათდა სკამზე, წინ ხანგრძლივი რეისი ელოდება. ჩანთას, რომელშიც მთელი თავის ავლადიდებაა, კალთაში იდებს, გრძნობს ხელები და ფეხები როგორ უთბება და თვალებს ხუჭავს.

image

მოგონებებში ჩაიძირა.... მუხლებზე დაჩოქილი როგორ ლოცულობდა ნიგერიის ციხის საკანში სიკვდილით დასჯის მოლოდინში. მისი დანაშაული იყო ბრძოლა დემოკრატიისთვის.


მოულოდნელად, ციხის ზედამხედველი საკანში შეიჭრა, ფეხზე წამოაყენა სანი და ხმის ამოუღებლად, გრძელი ცარიელი დერეფნების გავლით, ქუჩაში გაიყვანა, სადაც უკვე მანქანა ელოდებოდა.


სანის ნათესავებმა და მეგობრემა გამოისყიდეს ის, ყველას ქრთამი დაურიგეს -ციხის ზედამხედველიდან დაწყებული ლონდონის რეისის ბორტგამცილებლით დამთავრებული.


სანის მაშინ ეღვიძება, როდესაც მთვრალი კაცების ჯგუფი ადის ავტობუსში, მღერიან და ადიან ზედა სართულზე. როდესაც დილის სამ-ოთხი საათია, სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები.

სანიმ დიდი ხანია შეამჩნია, რომ ამ დროს ამოსული მგზავრები შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:ადამიანები, რომლებიც ბრიტანეთში ჩავიდნენ უკეთესი ცხოვრების იმედით - ადამიანები, რომლებიც ჩქარობენ გათენებამდე დაალაგონ ოფისები და ქუჩები, მეორე-ღამის კლუბებიდან დაბრუნებული შემთვრალი, ძირითადად, ინგლისელები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ და თან ფასფუდს ჭამენ.სანის მოსწონს შემთვრალი ინგლისელები, რადგან რამდენიმე კათხა ლუდი შლის კლასობრივ სხვაობას და ბრიტანელები მოულოდნელად უღიმიან მას და ტოლ-სწორის პირობებში საუბრობენ.

ხოლო მგზავრების მესამე ჯგუფია უსახლკაროები, თავშესაფარი რომ არ აქვთ და ღამით ავტობუსებში იძინებენ.


ავტობუსის ფანჯრიდან სანი ამჩნევს როგორ იცვლება ლონდონი თანდათანობით . დროთა განმავლობაში ქალაქში იკლეს თეთრკანიებმა და მოიმატეს უსახლკაროებმა.


მან ამ ხნის განმავლობაში ისწავლა, წინასწარ შეიგრძნოს მოსალოდნელი საფრთხეები: მოზარდების რასისტული გამოხტომები უკვე მათ იქედნურ ღიმილით იგრძნობა.



Brexit- ის რეფერენდუმის შემდეგ, მიგრანტთა მიმართ მტრობა გაიზარდა. ის სულ უფრო მეტს ისმენს ფრაზას "სახლში წაეთრიე".


სანი არ ადანაშაულებს ბრიტანეთის ხელისუფლებას, ყველაფერი წესრიგში რომ ყოფილიყო, ნიგერიაში იქნებოდა და არა აქ.



ბოლობოლო, როგორც იქნა ლესტერის სკვერის მახლობლად მდებარე ფრანგული ეკლესიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვეს, სანისთვის ბინადრობის ნებართვა მიეცათ, რადგანაც მათ, ვინც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს ბრიტანეთში, ბინადრობის მიღების უფლების აქვთ.

image

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ლონდონში ცხოვრების 21 წლის განმავლობაში, სანის არ აუღია არცერთი საბუთი, იმის შიშით, რომ საიმიგრაციო სამსახურს არ ეპოვნა. როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ იგი მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ბრიტანეთში?


სანიმ მეგობრულად განწყობილ ავტობუსის მძღოლებს სთხოვა დაეწერათ წერილი, რომელშიც დაადასტურებდნენ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მას ავტობუსში ეძინა. ერთ-ერთი მათგანი დათანხმდა და დაწერა, რომ სანი რეგულარულად ატარებდა ღამეებს თავის ავტობუსში.



ეკლესიამ, სადაც ის წლების განმავლობაში მოხალისედ მუშაობს, ასევე დაადასტურა, რომ სანი მთელი ამ წლების განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში, იპოვნეს დათარიღებული ფოტოებიც.

image

სასიკეთო ცვლილებების მოლოდინში კი სანი განაგრძობს ყველაზე საყვარელი ღამის რეისის- N29 ავტობუსში ცხოვრებას, რომელიც ტრაფალგარის მოედნიდან, ჩრდილოეთ ლონდონის, ვუდ-გრინის რაიონამდე მოძრაობს.


მომზადებულია BBC მიხედვით



0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0