x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ამერიკა, გვიშველე!" - საკარანტინო ლაინერიდან შეტყობინებებს გზავნიან
image


3700 ადამიანია დარჩენილი საკრუიზო გემ Diamond Princess– ზე, სადაც აღმოაჩინეს კორონავირუსი. დღეისათვის, გემზე დაფიქსირებულია ინფიცირების 61 შემთხვევა.



ვირუსი ბორტზე შეიტანა 80 წლის მგზავრმა ჩინეთიდან. საკრუიზო მოგზაურობამდე ცოტა ხნით ადრე, მან ჰუბეის პროვინცია მოინახულა. ლაინერზე მან ხუთი დღე იმოგზაურა და 25 იანვარს უსაფრთხოდ გაემგზავრა ჰონგ კონგში. მხოლოდ იქ აღმოაჩინეს კორონავირუსი. ამავდროულად, ლაინერის ეკიპაჟი ინფექციის საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო მხოლოდ 3 თებერვალს. ამ მომენტამდე, დაცვა და პრევენციის ზომები არ განხორციელებულა ბორტზე - ასე რომ ვირუსმა გავრცელება მოახერხა.



მგზავრები აზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გადის მათთვის საკარანტინო დღეები სრული იზოლირებით.




უმეტეს დროს, მგზავრებს არ შეუძლიათ დატოვონ თავიანთი კაიუტები. მათთვის ოთახებში მიაქვთ საკვები. აუცილებლობის შემთხვევაში, გასვლისას უსაფრთხოების ზომებს იღებენ- სავალდებულო ნიღბები, მგზავრებს შორის მანძილი არ არის მეტრზე ნაკლები, სავალდებულოა ხელის დაბანა უკან დაბრუნებისთანავე. მედიცინის საჭიროების მქონე მგზავრები ავსებენ სპეციალურ ბიულეტენებს, რომ მათ წამალი მოუტანონ. მათ ყველას მიეცათ სამედიცინო ნიღბები, ახალი თეთრეული და პირსახოცები. გასართობი კაბინაში - ფილმები, რუქები, კროსვორდები, წერს KP.



თავად მგზავრები განსხვავებულად იქცევიან. ზოგი მათგანი ლაინერის ადმინისტრაციას ეჩხუბება. ზოგს ურჩევნია არ დაკარგოს იუმორის გრძნობა და ბორტზე ჩამოკიდეს ზეწრები შემდეგი სიტყვებით "ამერიკა, გვიშველე!" და "ალკოჰოლი გვინდა!"


0
247
5-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0