x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა პირველად, აშშ-ს მოქალაქე იმსხვერპლა
image

აშშ-ს საელჩოს ცნობით, ხუთშაბათს, ჩინეთში, ქალაქ უხანში, აშშ-ს მოქალაქე შეეწირა კორონავირუსს. ინფორმაცია ამის შესახებ შაბათს, 8 თებერვალს, CNBC-მა გაავრცელა.


”ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 60 წლის აშშ-ს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, გარდაიცვალა 6 თებერვალს, უხანში, ცზინიანის საავადმყოფოში. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ოჯახს მისი დაკარგვის გამო. ოჯახის პირადი ცხოვრების პატივისცემის გამო, ჩვენ ვერ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს. ”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის აშშ-ს მოქალაქის დაღუპვის პირველი შემთხვევა.



China Daily -ის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულია 34, 000 ათასზე მეტი ადამიანი, 722 გარდაიცვალა, ხუბეის პროვინციაში ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა დაინფიცრების 2841 ახალი შემთხვევა, მთლიანად განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს 2000-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია, რომ განკურნებულთა შორის არის 91 წლის მოხუცი, იგი 7 თებერვალს გაწერეს საავადმყოფოდან.

1
200
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
2020, 9 თებერვალი, 2:53
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1