x
იონსანგუნი

image

იონსანგუნ

იონსანგუნი გახლავთ ჩოსონის დინასტიის მეათე მეფე, რომლის მმართველობა მოიცავს პერიოდს 1494 წლის. 20 იანვრიდან 1506 წლის 2 სექტემბრამდე. პიროვნება, რომელიც კორეის ისტორიაში ჩოსონის დინასტიის ყველაზე საშინელ ტირანად, ცივსისხლიან და შეუფერებელ მმართველად არის მოხსენიებული.

იონსანგუნი იყო კორეის კანონიერი მმართველი ადრეული ჩოსონის დინასტიიდან. ამ პერიოდს პირველ რიგში გამოარჩევენ იმით, რომ 1446 წელს მეფე სეჯონგის მეთაურობით შეიქმნა ნაციონალური ანბანი-ჰანგილი, რომლის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა უკვე არსებული დამწერლობები, მონღოლური, იაპონური, ტიბეტური. ამ მოვლენამ, ბუნებრივია ხელი შეუწყო კორეული ლიტერატურის განვითარებას და ჩამოყალიბებას. პარალელურად ისწავლებოდა ჩინური ენა, რომელიც ჰანგილის დამკვიდრებამდე, ითვლებოდა საერთაშორისო ინტელექტუალურ და სამეცნიერო ენად, ისევე როგორც ევროპაში იყო ლათნური. ჩამოყალიბდა პოეტური ჟანრი-სიჯო. ასევე ამავე პერიოდში შესამჩნევი წინსვლა იყო ეკონომიკის მხრივ, დასამუშავებელი მიწების და მომუშავე გლეხების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მეფე სეჯონგის ამგვარმა ნაბიჯმა საკმაოს დიდი გავლენა იქონია მომავალში, იონსანგუნის პერიოდის კულტურის განვითარებაზე.

იონსანგუნი იყო პიროვნება, რომელმაც არ მიიღო საეკლესიო სახელი გარდაცვალების შემდეგ და არც მისი სახელობის ტაძარი არ აგებულა. ზოგი მიზეზად მის მმართველობის სისტემას და სისასტიკეს ასახელებს. ზოგიც კი მას სეჯონგის უკანონო ვაჟად და უბრალოდ სუსტ მეფედ აღიქვავს. თუმცა ეს ამართლებს იმ ფაქტს, რომ მას საეკლესიო სახელი არ ერგო, რადგან კორეის ისტორიაში გვაქვს არაერთი შემთვევა, როდესაც სასახლე შედარებით უფრო სუსტი მმართველების ხელში იყო, თუნდაც ავიღოთ იონსანგუნის ნახევარძმა ჩინსონი, რომელიმაც მოგვიანებით მიიღო საეკლესიო სახელი-ჯუნგჯონგი.


წამომავლობა


იონსანგუნი გახლდათ მეფე სეონგჯონგის მეორე ცოლის ვაჟი. პირველი ცოლი-დედოფალი ჯუნგჰიონი, გარდაიცვალა ისე, რომ სამეფოს მემკვიდრე არ დაუტოვა 1474წ. რის გამოც მეფემ შეირთო მეორე ცოლი წარჩინებული ოჯახიდან უინ გიგიონი. თუმცა ახალი დედოფლის ბედი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა. თავდაპირველად, სანამ პირველი ცოლი ცოცხალი იყო, ქალბატონი უინი გახლდათ მეფის ხარჭა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სილამაზის გამო აირჩიეს მეფის მეუღლედ 1476 წელს. როგორც ისტორიული წყაროები იუწყებიან, იგი გამოირჩეოდა ფიცხი, შეუკავებელი ხასიათით და ეჭვიანობით. სვავდა საკმაოდ ბევრ ალკოჰოლს, არ აქცევდა მეფეს სათანადო ყურადღებას, სამეფო კარის პოლიტიკურ საქმეებში ერეოდა და არ ასრულებდა დედოფლის მოვალეობებს. მეფეს და დედა-დედოფალს არ მოსწონდათ ახლად დანიშნული ქალბატონი, რომელიც, მათი თქმით დედოფლისთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდა. 1479 წელს, იმის მიუხედავად, რომ სასახლის ბევრი კარისკაცი წინააღმდეგი იყო, მას დედოფლის ტიტული ჩამოართვეს, უბრალო მოსახლის სტატუსი მიანიჭეს და სამშობლოში დააბრუნეს. ეს იყო სასახლეში პირველი შემთხვევა როდესაც მეფე და დედოფალი ოფიციალურად დაშორდნენ. მეფე ბოლომდე არ იყო დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, და ამიტომ ქალბატონი უინის დაბრუნების შანსი მაინც რჩებოდა. 1489 წელს ცნობილი გახდა, რომ დედოფალი იუნი ცდილობდა სხვა ხარჭების მოკვლას და ასევე იყო გატაცებული შამანიზმით, რათა ხელი შეეშალა სხვა ხარჭებისგან მემკვიდრის გაჩენას. ამის გამო დედა-დედოფალმა ინსუმ (სეონგჯონგის დედამ) ყველაფერი იღონა იმისთვის რომ განდევნილი ქალბატონისთვის სასახლის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაედოთ ბრალი და მეფეს სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა რომ უინისთან გაეგზავნა სიკვდილით დასჯის მოთხოვნა. საბოლოოდ ქალბატონმა უინმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ მან დატოვა წერილი, რომელიც მისივე სისხლით იყო დაწერილი თავსაფარზე, სადაც თხოვნით მიმართავდა საკუთარ ვაჟს ეძია მის მკვლელებზე შური. იონსანგუნმა გამეფებიდან ორი წლის შემდეგ ხელში ჩაუვარდა ეს წერილი, რაც გახდა მიზეზი გამხდარიყო ყველაზე ცივსისხლიანი მეფე ჩოსონის ისტორიაში. მართლაც, იონსანგუნს ხშირად აღწერენ, როგორც ყველაზე სასტიკ ტირანს, რომლის მეფობის დროსაც მოხდა ლიტერატურული რეპრესიები 1498 წლიდან 1506 წლამდე.


ცვლილებები

1483 წელს იონსანგუნი მეფე სეონგჯონგის სიცოცხლეშივე ოფიციალურად გამოცხადდა მემკვიდრედ და 1497(95) წელს მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა ტახტი. გამომდინარე იქიდან რომ იგი არ იყო უფროსი ვაჯი, შეიზლება ითქვას რომ მან სიცოცხლეშივე მიიპყრო მამის ყურადღება და მოიპოვა მისი მდობა. გამეფებამდე საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში. მართლაც მმართველობის პირველი 4 წლის განმავლობაში იონსანგუნი საკმაოდ დიდ ინტერესს იჩენდა სახელმწიფოს მმართველობაში, დაკავებული იყო სხვადასხვა საკითხის მოგვარებით, როგორიცაა, ჩრდილო-დასავლეთს საზღვრების დაცვა აგრესიული ჩინეთისგან, სამხრეთ სანაპირო ზოლის დაცვა იაპონელი მეზღვაურების თავდასხმიდან და სხვ. მან გაზარდა იარაღის წარმოება, ასევე ისტორიულ-გეოგრაფიული ტექსტების გამოცემა, რომლებშიც აღწერილი იყო დინასტიის მმართველობა, ასევე კორეის მიწები და ღირსშესანიშნაოები. გამომდინარე იქიდან რომ კორეული დამწერლობის შემოღებამ მოსახლეობის ყველა ფენას გაუმარტივა წერა-კითხვა, ხელი შეუწყო კორეული ლირიკული პოეზიის ჟანრის ჩამოყალიბებას-სიჯო (თავდაპირველად მას მანგა (მოკლე სიმღერა ) ეწოდებოდა. იგი ძველია იაპონურ ჰაიკუზე და ენათესავება მას. პირველად სიჯო გორიოს ეპოქაში ჩამოყალიბდა, ჯოსონის ერაში კი დაიხვეწა. გადმოიცემოდა სიმღერის სახით . ჯოსონის ეპოქაში ცხოვრობდა სიჯოს ცნობილი ავტორი იუნ სონდო.). იონსანგუნი მმართველობის პირველ წლებში დახასიათებულია, როგორც ბრძენი და ღირსეული მმართველი, რომელიც დაცვის გაძლიერებაზე და ზრუნავდა და ყველანაირად ეხმარებოდა ღარიბ ფენას.

თუმცა მისი მმართველობის სისტემა უეცრად შეიცვალა 1498 წლიდან. ზოგი თვლის რომ მიზეზი იყო სასახლეში სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, რის გამოც მეფემ დაკარგა ინტერესი სახელმწიფო მმართველობის მიმართ. ესენი გახლდათ, ძველ კონფუციონისტთა დაჯგუფება-ხუნგუპხა და კვლავ დანიშნული სარიმები, იგივე მეცნიერთა ტყე. ამბობენ, ამ უკანასკნელს გააჩნდა შედარებით უფრო რადიკალური შეხედულებები სახელმწიფოს მმართველობის საკითხებში, რასაც არ ჰქონდა ისტორიული საფუძველი. კონფლიქტის მთავარი მიზეზად კი სახელდება ის, რომ ისინი აკრიტიკებდნენ იონსანგუნს და მის თითოეულ გადაწყვეტილებას მიუღებად თვლიდნენ. ასევე ისინი ადანაშაულებდნენ მერე სონგჯონს ტახტის უკანონოდ მიტაცებაში. ხუნგუპხას შემადგენლობასი კი უმეტესად მეფოს ნათესავები იყვნენ. ტიტოეული მათგანი მიწების საკმაოდ დიდ რაოდენობას ფლობდნენ. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ მიწები სახელმწიფო საკუთრებაში უნდა ყოფილიყო, ისინი მემკვიდრეობით გადასცემდნენ მფლობელბასი არსებულ საკუთრებას. ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ორი ჯგუფის-ხუნგუპხასა და სარიმის დაპირისპირებას. ეს გახდა იმის მიზეზი რომ იონგსანგუკმა მოაწყო მასიური რეპრესიები, უმეტესი მათგანი სიკვდილით დასაჯა, ბევრიც კი გადაასახლა.

ასევე ისტორიკოსები თვლიან რომ მისი ცვლილებების ერთ-ერტი მიზეზი იყო სურვილი, სური ეძია მშობელი დედის მკვლელებისთვის. მან სიკდილამდე აცემინა სეონგჯონგის ორი ხარჭა, რომლებმაც დაადანაშაულეს მეუღლე უინი, ასევე მეფემ ტახტიდან ჩამოაგდო დიდებული დედოფალი ინსუ, რომელიც ამის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. მეფემ დახოცა ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერდნენ უინის სიკვდილს. პარალელურად კი აგრძელებდა ხუნგუპხასა და სარიმების წევრების დახოცვას.

იეონსანგუნმა მიისაკუთრა ათასობით ქალი სხვადასხვა პროვინციებიდან სასახლეში გამრთობების მისაყვანად, ასევე მიითვისა სუნგკიუნკვანი (ყველაზე ძველი და საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება კორეაში გვიანდელი გორიოს და ჩოსონის პერიოდში. დაარსდა 1398 წელს.) პირადი სიამოვნებისთვის და კისენთა სახლად აქცია, რომლებიც ჩამოჰყავდათ მთელი კორეის ნახევარკუნძულიდან. ჰარამხანა შედგებოდა 1300 ქალისა და ახალგაზრდა ქალბატონებისგან, რომლებსაც მეფის მონები ძალით აცილებდნენ ოჯახებსა და ქმრებს. მან გააუქმა ცენზურის ოფისები, რომლის ფუნქცია იყო გაეკრიტიკებინა მეფის შეუფერებელი პოლიტიკური ქმედებები და უბრძანა მინისტრებს ეტარებინათ დაღი წარწერით: „პირი-ეს არის კარები, რომელსაც მოაქვს მხოლოდ უბედურება, ენა-არის ხმალი, რომელიც ჭრის თავს, სხეული იქნება სიმშვიდეში მანამ სანამ პირი დახურულია, ენა კი დამალული მის შიგნით“. ასევე მან გააუქმა ჰონგმუნგვანი5. მან აკრძალა ჰანგულის (კორეული ენა) გამოყენება, რადგან უბრალო ხალხი პლაკატებზე წერდა მეფის კრიტიკას და მისთვის ეს ყველანაირად მიუღებელი იყო. როდესაც კიმ ჩო სუნი, რომელიც ემსახურებოდა წინა სამ ვანს, შეევედრა მეფეს მისი მმართველობის ფორმა შეეცვალა, მეფემ პირადად მოჰკვეთა თავი მას, მისი სხეული ისრებით გაავსო და მოაჭრა კიდურები.

საბოლოოდ 1506 წელს სახელმწიფო გადატრიალების დროს ტახტიდან ჩამოაგდეს სასტიკი მეფე, მის ნაცვლად კი გამეფდა მისი ნახევარძმა ჯუნგჯონგი. იონსანგუნს ჩამოართველ ყველა ტიტული გარდა გუნისა, რაც ნიშნავს პრინცს, ასევე გადაასახლეს კუნძულ კანხვადოზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც რამდენიმე კვირაში. მისი მეუღლე ჩან ნოკ სუ, რომელიც გვერდში ედგა მეფეს და ყველა მის საქმიანობას ამართლებდა, თავი მოჰკვეთეს და ახალგაზრდა ვაჟები სიკვდილით დასაჯეს.


არსებული სიტუაციის შეცვლის მცდელობა

ჯუნგჯონგი ფუნდამენტურად სუსტი მმართველი იყო, თუნდაც გამომდინარე იქიდან რომ კორეა იმ პერიოდში ნამდვილად ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. მაგრამ მისი მმართველობის დროს გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი მინისტრი ჯო გვანგ-ჯო, სარიმის ქარიზმატური ლიდერი. მან ჩამოაყალიბა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა სახელწოდებით ჰიანგიაკი, რათა ხალხში გაეძლიერებინა ადგილობრივი ავტონომია და საზოგადოებრივი სულისკვეთება. ის მიწის რეფორმის მეშვეობით ცდილობდა შეემცირებინა უფსკრული მდიდარსა და ღარიბს შორის, რაც მდგომარეობს ფერმერების მიწის გადანაწილებაში უფრო თანაბრად, ასევე დააწესა ზღვარი, თუ რამდენი მიწის ფლობა შეეძლო ადამიანს. ამას გარდა უბრალო ხალხისთვის გამოაქვეყნა ფართოდ გავრეცელებული კონფუციანური დამწერლობის მშობლიური ენის თარგმანი და ცდილობდა ბიუროკრატთა რაოდენობის შემცირებით წესრიგში მოეყვანა მთავრობის ფორმატი. ჩოსონის დინასტიის მატიანეს მიხედვით, ითქვა, რომ იმ დროისთვის ვერც ერთმა ჩინოვნიკმა ვერ გაბედა მიეღო ქრთამი ან გამოეყენებინათ უბრალო ხალხი, რადგან ინსპექტორ გენერალმა მკაცრად მიიღო კანონები თასანწორობის შესახებ.

მას თავისთავად ეწინააღმდეგებოდნენ ხუნგუპხას წარმომადგენლები. მეფეს ჩაუნერგეს ეჭვი ჯოს ერთგულებაში, რადგან მათთვის საფრთხე მხოლოდ მრჩეველი და მინისტრი-ჯო წარმოდგენდა. მეფე, როგორც უკვე ავღნიშნე, საკმაოდ სუსტი მმართველი გახლდათ და მისი კონტროლი ჩინოვნიკებისთვის საკმაოდ მარტივი იყო. საბოლოოდ ჯო გვანგჯო მოკლეს და მასთან ერთად მოკვდა მისი რეფორმებიც მესამე ლიტერატორთა დევნის შედეგად 1519 წელს. მას შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში სასამართლო პოლიტიკა სისხლიანი და ქაოსური ბრძოლებით სავსე ფრაქციებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდნენ მეტოქე მეუღლეები და პრინცები. იმდროინდელი ეპოქის წესებში სამეფო ოჯახს ეპყრო უდიდესი ძალაუფლება, რამაც ხელი შეუწყო კორუფციას. ვანის გარდაცვალების შემდეგ, და შიდა დაპირისპირების გამო, დინასტია საგრძნობლად დასუსტდა, უცხოურმა ძალებმა, თავისთავად არ გაუშვეს ხელიდან ეს შანსი, და სცადეს ტერიტორიების გაფართოება. იაპონელი მეზღვაურები-ვოკოუ, ძარცვავდნენ სამხრეთ სანაპიროზე მდებარე რაიონებს, ხოლო ჩურჩენის ტომები თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთ სანაპიროს. ჯუნგჯონგს ახასიათებდნენ, როგორც კარგ და საიმედო მმართველს, განსაკუთრებით რეფორმების პერიოდში ჯო გვანგ ჯოთი სათავეში. თუმცა, ტახტზე ასვლისთანავე იგი მინისტრების გავლენის ქვეშ იყო, რის გამოც მან სუსტი მმართველის სახელი დაიმკვიდრა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ დინასტია მიიყვანა არეულობამდე, ძალადობასა და სატახტო ინტრიგებამდე.


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბალიაშვილი
სალომე ბალიაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0