x
მეტი
  • 17.06.2024
  • სტატია:135413
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509711
დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის დღეა
image


ამერიკელმა ქალბატონმა, მწერალმა და წიგნიერების ექსპერტმა, პემ ალინმა, ზუსტად ათი წლის წინ, სული ჩაუთქვა, წიგნის მსოფლიო საჯაროდ კითხვის ტრადიციას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ბავშვების წიგნიერების განვითარების საქმეში.საბავშვო ლიტერატურა კი ნამდვილად იძლევა იმის ფუფუნებას, რომ მსოფლიოს ყველა წერტილიდან შეძლონ პატარებმა, გაეცნონ წიგნის ფურცლებზე არსებულ ჯადოსნურ ამბებს, იყონ უფრო მეტად განვითარებულები, გაიმდიდრონ ლექსიკა, გაიუმჯობესონ მეტყველება და უბრალოდ ჩამოყალიბდნენ კეთილშობილ ადამიანებად.

წელს, საქართველო, მეხუთედ აღნიშნავს ამ მართლაც, მნიშვნელოვან თარიღს. იმართება უამრავი ღონისძიება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.პირობა კი მარტივია: უნდა ვიკითხოთ ხმამაღლა და საჯაროდ! არა აქვს მნიშვნელობა საჯარო დაწესებულებაში ვიქნებით თუ კერძო სივრცეში. მთავარია, მსსოფლიოს ამ პოზიტიურ, საგანმანათლებლო, კამპანიას, გავაგონოთ და მივაწვდინოთ ხმა, ხმა საქართველოდან!ხან რუსთველის ენაზე, ხანაც გალაკტიონისეულად:

ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს


შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,

საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...

ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი,

მალე სხივი მოგეფინოს ნეტავ!

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავას,

საქართველოს სევდიანო მიწავ.

ნეტავ მალე დაამსხვრევდე ბორკილს,

ნეტავ მალე მიაღწევდე მიზანს!..


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გურჩიანი მარი
გურჩიანი მარი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0