x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512198
23 თე­ბერ­ვალს ახალმთვა­რე­ო­ბაა - რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა
image


იან­ვრის და­ბე­ნე­ლე­ბი­სა და პლა­ნე­ტებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბის შემ­დეგ, თე­ბერ­ვა­ლი ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, თუმ­ცა, სა­ტურ­ნი­სა და პლუ­ტო­ნის შე­ერ­თე­ბა მა­ინც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. პლა­ნე­ტა­რულ­მა ენერ­გი­ებ­მა, რომ­ლებ­მაც წლის ბო­ლოს და­ი­წყეს ამოქ­მე­დე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო, გლო­ბა­ლურ და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც იქო­ნი­ეს გავ­ლე­ნა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოვ­ლინ­და კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თში - სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა. თე­ბერ­ვა­ლი გვაძ­ლევს ახალ ენერ­გი­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, სა­სი­ხა­რუ­ლი დღე წელს ერ­თით მეტი გვექ­ნე­ბა, აქვე და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ ყვე­ლას, ვინც 29 თე­ბერ­ვალს და­ი­ბა­დეთ.


თე­ბერ­ვა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­ე­ტე­ბი, ამოვხსნათ და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ცოტა ხნის წინ ჩიხ­ში შე­ვი­და. უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ფრთხი­ლად და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. მთა­ვარს უნდა და­ვუქ­ვემ­დე­ბა­როთ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი და ა.შ. თვის პირ­ვე­ლი დე­კა­და კარ­გი პე­რი­ო­დია სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და წა­მო­წყე­ბე­ბის­თვის. და­ნარ­ჩე­ნი ორი - გვაძ­ლევს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და უკვე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.


თე­ბერ­ვალ­ში ინ­ტუ­ი­ცია და ლო­გი­კა ერ­თმა­ნეთ­თან უნდა და­ვა­მე­გობ­როთ. იდე­ე­ბი რე­ა­ლო­ბას არ უნდა იყოს მო­წყვე­ტი­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ იმ საქ­მე­ებს, რო­მე­ლიც მარ­თლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის. იყა­ვით პრაგ­მა­ტუ­ლე­ბი, გა­აზ­რე­ბუ­ლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, პრო­ექ­ტი თუ და­ვა­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად უნდა გქონ­დეთ გა­აზ­რე­ბუ­ლი და გათ­ვლი­ლი.


  • 3 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის. ამ პე­რი­ო­დი­დან მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს გრძნო­ბებ­სა და ასო­ცი­ა­ცი­ებს, კავ­ში­რებს, მი­მოს­ვლებს, საქ­მე­ებს.


  • 16 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მარ­სი გა­და­დის თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში. ხოლო 16 თე­ბერ­ვა­ლი - პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი ხდე­ბა). მარ­სი მოგ­ვი­წო­დებს ვი­ყოთ მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რე­ბი, დავ­სა­ხოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც შე­უ­პოვ­რად მი­ვი­ღოთ. მაგ­რამ ამა­ვე დროს უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მერ­კუ­რის რეტ­რო მდგო­მა­რე­ო­ბა ხში­რად წარ­მოქ­მნის ინ­ფორ­მა­ცი­ულ უზუს­ტო­ბებს, შეც­დო­მებს. ადა­მი­ანს უჭირთ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა. სა­სურ­ვე­ლია, ამ პე­რი­ოდ­ში ენერ­გია ტყუ­ი­ლად არ ვხარ­ჯოთ და იგი მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს სა­სურ­ვე­ლი პე­რი­ო­დი არაა ბლიც პრო­ექ­ტე­ბის­თვის, აგ­რეთ­ვე ისე­თი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის, რაც სის­წრა­ფე­სა და მო­მენ­ტა­ლურ მო­გე­ბა­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი.


  • მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) იქ­ნე­ბა 10 მარ­ტამ­დე. მაგ­რამ უკვე 13 თე­ბერ­ვლი­დან შე­ა­ფერ­ხებს სვლას, ამი­ტომ, ამ პე­რი­ოდ­ში უფრო ზუს­ტად კი 12 თე­ბერ­ვლი­დან მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს. შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა. თუ ზუს­ტად ამ პე­რი­ოდ­ში გი­წევთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ეცა­დეთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გეგ­მე­ბი ისე შე­ად­გი­ნოთ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათ­ში კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა შე­გეძ­ლოთ. არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, არა­სა­სურ­ვე­ლი დროა საქ­მი­ა­ნი გა­სა­უბ­რე­ბის­თვის და ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყე­ბად, აგ­რეთ­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლის, ელექტრო­ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად. უმ­ჯო­ბე­სია, ეს დრო და­წყე­ბუ­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და­უთ­მოთ, შე­ეხ­მი­ა­ნოთ ძველ მე­გობ­რებს, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­მე­გობ­რე­ბის­გან კი თავი უნდა შე­ი­კა­ოთ.

ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თე­ბერ­ვლის ორ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვანს მოვ­ლე­ნას - ახალმთვა­რე­ო­ბა­სა და სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას. სავ­სემ­თვა­რე­ო­აბს ვე­ლით 9 თე­ბერ­ვალს - ლო­მის 20 გრა­დუს­ში. ამ დღეს შე­გიძ­ლი­ათ გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ იმის­გან, რაც და­ძა­ბუ­ლო­ბას გიქ­მნი­დათ ადრე. მო­იხ­სნათ ში­ნა­გა­ნი ბორ­კი­ლე­ბი და თავს მე­ტად მის­ცეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ან თა­ვად გახ­დეთ მე­ტად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ლი­დე­რე­ბი თა­მა­მად გა­მო­ავ­ლე­ნენ თა­ვი­ანთ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, თა­ვას დაგ­ვა­მახ­სოვ­რე­ბენ თა­მა­მი გან­ცხა­დე­ბე­ბით და თა­ვი­ანთ სი­ტყვას იტყვი­ან. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას კარ­გია პიარ აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა, თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და მოქ­მე­დე­ბის პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცია.


ამას­თა­ნა­ვე, 9-15 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ვერ­ძის ზო­დი­აქ­ში იმოძ­რა­ვებს. ამ მოვ­ლე­ნამ შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვცეს და­უ­გეგ­მა­ვი შეხ­ვედ­რე­ბი, ამას­თა­ნა­ვე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს შე­ფერ­ხე­ბე­ბი, დაბ­რკო­ლე­ბე­ბი. აგ­რეთ­ვე, ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის გა­იხ­სნას "და­ხუ­რუ­ლი კარი" და მი­ი­ღოთ დას­ტუ­რი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე. მი­ნუ­სი ისაა, რომ პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ვერ­ძის ზო­დი­აქ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ის­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია. კონ­ფლიქ­ტი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას იქ, სა­დაც ამას სა­ერ­თოდ არ ელო­დით. ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი ეგო­ის­ტუ­რი მო­ტი­ვე­ბი.


  • 23 თე­ბერ­ვა­ლი - ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლის თევ­ზე­ბის ზო­დი­აქ­ში. ამა­ვე დროს გვაქვს რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი. ასეთ დროა კარ­გია ძვე­ლი იდე­ე­ბის ახა­ლი რა­კურ­სით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა. ზო­გი­ერთს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მე­ო­რე შა­ნის მი­ე­ცე­მა. ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად კი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოთ.


ახლა ვე­ნე­რა­ზე ორი სი­ტყვით - 7 თე­ბერ­ვლი­დან 5 მარ­ტამ­დე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა ვერ­ძის ზო­დი­აქ­ში იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს იმ­პულ­სუ­რო­ბა, მან­დი­ლოს­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ ინი­ცი­ა­ტი­ვა და თა­ვად გა­ეც­ნონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­მა­კაცს. მო­ი­მა­ტებს ემო­ცი­უ­რო­ბა - სიყ­ვა­რუ­ლი სი­ძულ­ვილ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­და­ი­ზარ­დოს. ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო ად­ვი­ლად გა­მოვ­ლენ წო­ნას­წო­რო­ბი­დან, მკვეთ­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ და გან­წყო­ბაც სწრა­ფად შე­ეც­ვლე­ბათ. ის, რა­ზეც ადრე რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქონ­დათ, ახლა შე­იძ­ლე­ბა მწვა­ვედ გა­ნი­ცა­დონ და გა­მო­ხა­ტონ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა. ახალ­გაც­ნო­ბილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ელ­ვი­სე­ბუ­რად, თავი და­გა­მახ­სოვ­როთ ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნით, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რომ ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რით. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ თე­მას, მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის იმ­პულ­სურ ხარ­ჯვას, რა­საც მოჰ­ყვე­ბა უსარ­გებ­ლო ნივ­თებ­ში ფუ­ლის გა­დაყ­რა. თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებს, მსხვილ სა­ყიდ­ლებს, ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­სა და ვა­ლე­ბის აღე­ბას.


  • 3-6 თე­ბერ­ვა­ლი - კარ­გი პე­რი­ო­დია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვრებ­ლად, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი­სა და იდე­ე­ბის სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. პერ­სპექ­ტი­ვე­ბი გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან მე­ტად გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი, მაგ­რამ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა იკ­ლებს.


  • 7-12 თე­ბერ­ვა­ლი - შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის, არ­ჩე­უ­ლი კურ­სის კო­რექ­ტი­ვე­ბის დროა. და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­ი­მა­ტებს კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი. კარ­გი პე­რი­ო­დია ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად და პრეს­ტი­ჟის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მო­ფე­ნე­ბი­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მო­სა­წყო­ბად. აგ­რეთ­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­სას­ვლე­ლად და სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბის­თვის.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლით 9 თე­ბერ­ვალს


  • 13-23 თე­ბერ­ვა­ლი - გა­მო­ას­წო­რეთ წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, რათა არ გა­ირ­თუ­ლოთ სი­ტუ­ა­ცია. გა­ნა­ვი­თა­რეთ ადრე და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. კარ­გი პე­რი­ო­დია გა­წყვე­ტი­ლი მე­გობ­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­სად­გე­ნად. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.


ახალმთვა­რე­ო­ბა დად­გე­ბა 23 თე­ბერ­ვალს


24-29 თე­ბერ­ვა­ლი - ამ პე­რი­ოდ­ში ინ­ტუ­ი­ცია ლო­გი­კა­ზე ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან მი­ი­ღოთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დიდხ­ნი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, შე­იძ­ლე­ბა აღა­ად­გი­ნოთ ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი. გირ­ჩევთ, ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად გქონ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც დრომ გა­მო­ცა­და.



ასევე ნახეთ:


ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი


როგორი ბოსები არიან ზოდიაქოს ნიშნები (+ სახალისო GIF-ები)


როგორი დედამთილები არიან ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნები მეტროში - სასაცილო GIF-ები


ზოდიაქოს ნიშნის გოგოები სიბერეში - სასაცილო GIF-ები


როგორ გამოიყურებიან ნაწყენი ზოდიაქოს ნიშნები - GIF-ები



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

2
4168
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
4168
  
2020, 7 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2