x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის 10 უდიდესი ადამიანი
ინტენრეტგამოცემა thetoptens-მა რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში, ამჯერად დაასახელა მსოფლიოს ათი უდიდესი ადამიანი, ოდესმე მცხოვრები დედამიწაზე, ხმები ასე გადანაწილდა.


10-ლეონარდო და ვინჩი-(1452-1519)-აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მათემატიკოსი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, ბოტანიკოსი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი, გეოლოგი, მწერალი, კარტოგრაფი და მხატვარი.

image


9-აბრაამ ლინკოლნი(1909-1865)-ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე, (ანუ მის მოკვლამდე)


ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში — ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.

image



8-არისტოტელე-( ძვ. წ. 384- ძვ. წ. 322) — ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.

პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. მისი ნაშრომები მოიცავს მრავალ თემას, მათ შორისაა: ფიზიკა, მეტაფიზიკა, პოეზია, თეატრი, მუსიკა, ლოგიკა, რიტორიკა, ლინგვისტიკა, პოლიტიკა, მმართველობა, ეთიკა, ბიოლოგია და ზოოლოგია.

image



7-უილიამ შექსპირი-(1564-1616)-ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მსოფლიო შედევრების ავტორი, როგორებიცა "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი", "მაკბეტი", რომეო და ჯულიეტა", "ამაო გარჯა სიყვარულისას" "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ვენეციელი ვაჭარი" და სხვა.

image



6-ნაპოლეონ ბონაპარტი(1769-1821)- საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, საფრანგეთი-იტალიის იმპერატორი.

image


5-ბუდა(სიდჰართა გაუტამა)-(ძვ. წ. 563 - ძვ. წ. 483) ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და ბუდიზმის დამაარსებელი. იგი ასევე ცნობილია როგორც შაკიამუნი, ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრების აღწერები მისი წასვლის შემდეგ დაახლოებით 300 წლის მერე დაიწერა.

image


4-ალბერტ აინშტაინი(1879-1955)XX საუკუნის უდიდესი მეცნიერი, ფარდობითობის თეორიის ავტორი, აგრეთვე უდიდესი წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.

image


3-ისააკ ნიუტონი-(1643-1723)-ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.

image


2-იესო ქრისტე-(ძვ. წ. 1 — 33)-ებრაელი მქადაგებელი და რელიგიური წინამძღვარი პირველ საუკუნეში, ქრისტიანული რელიგიის დამფუძნებელი და ცენტრალური ფიგურა.

image


1-მუჰამედი-(570-651)-ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ალაჰის(ღმერთის) უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი.

image


აღსანიშნავია, რომ ტოპ-20 ში მოხვდა(როგორც არ უნდა გაგიკირდეთ) ჰიტლერი, (მე-12 ადგილი)... გამოკითხვის მიხედვით 24 ადგილზეა ....ინდოელი კრიკეტის მოთამაშე საჩინ ტენდულკარი, ხოლო 25-ე პოზიცია დაიკავა, ასევ ინდოელმა მსახიობმა შაჰ რუხ ხანმა.


შეგახსენებთ, 2016 წელს thetoptens-ის გამოკითხვის მიხედვით დავით აღმაშენებელი სოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთვარსარდლად დასახელდა.

3
1039
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1039
  
2020, 10 თებერვალი, 9:54
ქრისტე,მუჰამედი,ბუდა მითიური ადამიანებია.მათი არსებობა არაა დამტკიცებული სრულად.შექსპირს რაც შეეხება,მეცნიერებს ვერ გაურკვევიათ, იგი კაცი იყო თუ ქალი ან იყო კი საერთოდ?
2020, 7 თებერვალი, 6:03
თითოეულ თქვენს სიტყვას ვეთანხმები პატივცემულო. ძალიან უბადრუკი სიაა
2020, 5 თებერვალი, 14:37
არ ვეთანხმები ათეულს. სად არიან ქართველები ? ან რუსთაველი, ან სტალინი, ან თუნდაც რობიკო სტურუა არ უნდა შეეყვანათ ?
ანდა ქრისტე, ბუდა და მუჰამედი თუა რეიტინგში, ზევსმა, არმაზმა და ოჩოპინტრემ რა დააშავეს ?!
0 1 3