x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100963
  • ვიდეო:346186
  • სურათი:464455
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და მის აღიარებას რუსეთის შემადგენლობაში არ აპირებს

image თურქეთი არ აპირებს სცნოს ყირიმის ანექსია და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა, ინფორმაციას ავრცელებს თურქული სააგენტო
დღეს, როგორც სააგენტო «Рамблер»-ი იუწყება თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინას. წუხელ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, თურქეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ შეხვედრაში, სადაც განიხილება სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ასევე განიხილება რეგიონალური საკითხები და დამატებით განხილულ იქნება უკრაინა-თურქეთის ახალი ფორმატის თანამშრომლობის შესაძლებლობები. თურქეთის პრეზიდენტი აპირებს წამოჭრას საკითხი ყირიმელ თათრებზეც.
დღეს დილით თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც ამბობს, რომ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის მიერთება სხვა არაფერია თუ არა ანექსია, თურქეთი არ აპირებს ყირიმი სცნოს, როგორც რუსეთის ტერიტორია.
"მე და ჩემი ქვეყანა მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ასეთ განცხადებას გავაკეთებთ ყველა პოლიტიკურ პლათფორმაზე"!
2019 წლის აგვისტოში იგივე განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა, სადაც ფაამატა, რომ თურქეთი ყირიმელ თათრებს თვლის თანამოძმეებად და შესაბამისად ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.
image



0
529
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
529