რჩევები ხრიკები სუნამოს სწორად არჩევისა და გამოყენებისასთვის 2020, 2 თებერვალი, 15:45 სურნელი ადამიანის ერთ-ერთი საფირმო ნიშანია და მისი არჩევა ფრთხილად უნა მოხდეს, რადგან თუ სურნელი თქვენთვის არ არის მისაღები შესაძლოა დიდი დისკომპორტი გამოიწვიოს.
თავდაპირველად უნდა გაერკვიოთ როგორი არომატი არის თქვენთვის უფრო მისაღები: ციტრუსის თუ ხილის, ცივი თუ ტკბილი? თუ გსურთ, უცნობი არომატი მოსინჯოთ - პირველ რიგში, დააპკურეთ ის ქაღალდის ტესტერზე. არ ღირს პარფიუმის არჩევა როცა დაღლილი ხართ. უმჯობესია, დამშვიდებულმა აირჩიოთ. იმისთვის რომ სურნელი უფრო დიდხანს გაგყვეთ: დატენიანება ლოსიონით - სუნამოს დაპკურებამდე გამოიყენეთ შესაბამისი ლოსიონი; სწორი ადგილი : მაჯა, იდაყვი, საძილე არტერია - აი სად უნდა მიიპკუროთ და არავითარ შემთხვევაში ტანსაცმელზე; არ შეეხეოთ ხელით დასხმის შემდეგ - ამ დროს მოლეკულები იშლება და სუნიც იცვლება; არ დაისხათ პირდაპირ თმაზე, არამედ დაასხით სავარცხელზე და დაივარცხნეთ თმა; არ მოგივიდეთ ზედმეტი, რაოდენობა მდგრადობას არ განსაზღვრავს; სუნამო ყოველთვის შეინახეთ ცივ, მშრალ, ბნელ ადგილას! 142 1-ს მოსწონს
|