x
კაცები არ ტირიან? – გენდერული განსხვავებები ემოციებში

image

ემოციები შედარებით ახალი ისტორიული „აღმოჩენებია“, რომლებიც გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვართ გაბრაზებულები, ბედნიერები, მოწყენილები, რატომ ვეჭვიანობთ, რატომ ვგრძნობთ ეიფორიას და რატომ გვეშინია. დღეს დასავლურ საზოგადოებებში მიიჩნევა, რომ ემოციები თითქმის მთლიანად უკავშირდება ბიოლოგიურ პროცესებს. მაღალგანვითარებული ინდუსტრია ორინეტირებულია ემოციებისა და გრძნობების გენეზისისა და მართვის შესწავლაზე და ემოციების ბუნების შესახებ მნიშვნელოვანი კვლევები ტარდება ლაბორატორიებში იმ რწმენით, რომ შესაძლებელია მათი ობიექტურად შესწავლა და გაზომვა სხვადასხვა მეცნიერული მეთოდებით. შესაბამისად, განსაკუთრებით ცნობილი არგუმენტები ეხება იმის ახსნას, თუ როგორ წარმოიშობა ემოციები და რამდენადაა ისინი ბუნებით ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფსიქოსოციალური ან ნეიროქიმიური.

ემოციებს ხშირად უკავშირებენ ირაციონალურ მოქმედებებს. ეს აშკარაა როდესაც ვამბობთ, რომ ვიღაც „ზედნეტად ემოციური გახდა“, „გიჟურად შეუყვარდა“, „დააბრმავა ბრაზმა“ ან „მოიცვა მწუხარებამ“. სწორედ ამ აზრმა მისცა ბიძგი მკვლევრებს, რომ აღმოეჩინათ ემოციების წყაროს. თუმცა ის იდეა, რომ ემოციები არის სხეულიდან მომდინარე და გავლენას ახდენს რაციონალურ აზროვნებაზე, სულაც არ იყო ყოველთვის ამ საკითხისადმი ინტერესის მიზეზი. მართალია დასავლური საზოგადოებები მე-17 საუკუნიდან ერთმანეთს უპირისპირებენ რაციონალურობასა და ირაციონალურობას, კოგნიციებსა და ემოციებს, აზროვნებასა და გრძნობებს, თუმცა ისტორიის განმავლობაში ემოციები განსხვავებულად გაიგებოდა.

თუმცა ემოციების ისტორიის განხილვაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განსაზღვრავს ემოციები ჩვენს რეაქციებს და როგორ იარლიყებს ვაკრავთ, როგორ ინეტრპრეტაციას ვუკეთებთ სხვის ქცევას მათი ემოციების მიხედვით. თანამედროვე კვლევების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ემოციების „აღმოჩენა“ მცდელობას, რომ ქალისა და კაცის სხეულები ჩავთვალოთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ინსტანციებად. ამის შესწავლის მიზეზი კი დღესაც ფართოდ გავრცელებულია შეხედულებაა, რომლის მიხედვითაც კაცები არიან უფრო ნაკლებად ემოციურები, ხოლო ქალები - ნაკლებად რაციონალურები.

ფემინისტური და სოციალური ფსიქოლოგიის კვლევა უპირისპირდება გავრცელებულ მოსაზრებას იმის მტკიცებით, რომ შეიძლება სულაც არ არსებობს ბიოლოგიური განსხვავებები ქალებისა და კაცების მიერ განცდილ ემოციების ტიპებს შორის და კაცები უბრალოდ ემოციებს განცდიან ნაკლებად ინტენსიურად ან ახშობენ თავისი ემოციების გამოხატვას სოციუმის ზეწოლის შედეგად.

მისი თანამედროვეებისგან განსხვავებით, დეკარტე თვლიდა, რომ ემოციები ეწინააღმდეგება რაციონალურ მოქმედებებს და მიიჩნევდა, რომ შესაძლებელია მათი გაკონტროლება აზროვნებით. მისმა მეთოდმა აშკარად გამიჯნა ერთანეთისგან გონებასთან და სხეულთან დაკავშირებული ქმედებები და მათ შორის, დეკარტემ ვნებები მიიჩნია სხეულებრივი ქმედების შედეგად. ასეთმა აზროვნებამ გავლენა მოახდინა ემოციების მეცნიერების, როგორც ექსტერნალურ სიტუაციებზე ავტონომიური, ფიზიოლოგიური, ინდივიდუალური და სუბიექტური რეაქციების განვითარებაზე.

ამის მიუხედავად, „ვნების“ ცნება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ემოციების გაგებისგან. ემოციების ინდივიდის სხეულის თანდაყოლილ მახასიათებლად გაგების ტენდენცია, რომლებიც აქტიურდება ავტომატურად, დაუკავშირდა ევოლუციურ თეორიასა და ფსიქოანალიტიკურ მიდგომას და შედეგად მივიღეთ ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც არსებობს ემოციებს შორის სქესობრივი განსხვავებები, რომლებიც არის მუდმივი და არ იცვლება. ყურადღების გამახვილებამ კაცებისა და ქალების რეპროდუქციის ბუნებრივად განსხვავებულ უნარზე გამოიწვია ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა, რომ ქალები არიან უფრო ემოციური სქესის წარმომადგენლები, რადგანაც ეს მათი ფიზიოლოგიის თანდაყოლილი მახასიათებელია და გარდა ამისა, ამ ე.წ. ფაქტს ადასტურებს ემპირიული მტკიცებულებებიც. ეს კი ამართლებს ისტორიულად ქალების განცალკევებას საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალი სფეროდან.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არსებობს ქალებისა და კაცების ტვინში იმთავითვე მოცემული ემოციური განსხვავებების ემპირიული მტკიცებულებები, აშკარაა, რომ ეს მიდგომები შეზღუდულია გაგების პატრიარქალური ჩარჩოებით. ამ მონაცემების ინტერპრეტაციისას ისევე, როგორც სქესობრივი განსხვავების დემონსტრირების მცდელობისას, შეგვიძლია დავინახოთ ძლიერი ანალიტიკური მიკერძოებები. ფემინისტური და სოციალური ფსიქოლოგიური ტრადიციებიდან მომდინარე ლიტერატურა ცდილობს იმის ჩვენებას, რომ ეს განსხვავებები არის არა თანდაყოლილი, არამედ სოციალიზაციის დროს დასწავლილი. გარდა ამისა, სოციალური მიდგომების მიხედვით, ემოციები არ არის არსებობის უწყვეტი მდგომარეობები. ისინი არ არის აუცილებლად მუდმივად არსებული ადამიანის ფიზიოლოგიაში, რადგანაც მათი განვითარება დამოკიდებულია კულტურაზე. გარდა ამისა, საჭიროა იმაზე დაკვირვებაც, რომ ემოციები კონტექსტუალურად სპეციფიურია და ასევე დაკვირვება იმ სოციალურ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავს როდის და სად შეიძლება ამა თუ იმ ემოციის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია იმაზე საუბარი, ვინაა უფრო ან ნაკლებად ემოციური, ქალები თუ კაცები, თუმცა საჭიროა ყურადღების გამახვილება სოციალურ და ისტორიულ კონტექსტებზე, რომლებშიც წარმოიშვა ეს ემოციები.

image

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მასკულინობის განხილვა ემოციური კონტროლის გასავარჯიშებლად და ემოციების ჩახშობის დასასწავალად ისტორიულად არასწორია. არსებობს რამდენიმე ერთმანეთს საწინააღმდეგო თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორაა კონსტრუირებული „მასკულინობა“ და „მამაკაცის სხეული“. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით მამაკაცები მე-17 საუკუნის შემდეგაც კი კონსისტენტურად დაკავებულები არიან იმით, რასაც შეიძლება ეწოდოს ემოციური ქცევა. თუმცა „ემოციური“ და „რაცინალური“ ქცევის შემადგენლობა განსხვავებულადაა განსაზღვრული, რაც დამოკიდებულია ერთი მხრივ იმაზე, თუ ვის აკვირდებიან და მეორე მხრივ, ისტორიულ თვალსაზრისებზე სხეულისა და ემოციების შესახებ. შესაბამისად, ეს თავი ადასტურებს იმას, რომ საჭიროა ცალკეული სხეულების ტიპებზე საუბრიდან გადავინაცვლოთ უფრო მეტად ან ნაკლებად ემოციურ ან ემოციების უკეთესად დამალვის ტერმინებზე და უფრო ფართო ხედვაზე, თუ როგორაა განსაზღვრული ემოციები კოლონიალურ, პატრიარქალურ ჩარჩოში. სწორედ ამიტომ, ამ თავში ყურადღება იყო გამახვილებული რამდენიმე საკითხზე:

  • ემოციები არის კონტექსტუალურად სპეციფიკური და არა დროში უწყვეტი.
  • ემოციები არ არის „დე ფაქტო ფემინური“ და ფრთხილად უნდა ვიყოთ ემოციების გენდერული უთანასწორობის კონტექსტში „პროგრესულად“ დანახვისას.
  • ემოციები არის როგორც დისკურსული კონსტრუქტები, ასევე შეფასებითი მსჯელობები სხვების შესახებ - დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ „ვკითხულობთ“ ემოციებს და რამდენად ვაცნობიერებთ მათ.
  • ემოციების გაგება ობიექტურად გაზომვადი სხეულებრივი რეაქციების მიხედვით ჩამოყალიბდა ისტორიულად კოლონიალისტურ, მასკულინურ ჩარჩოში.
  • ფსიქოლოგიური რეაქციები და სხეულებრივი მდგომარეობები ინტეგრალურია იმისთვის, რაც ისტორიულად გაიგებოდა, როგორც რაციონალური ქცევა.
  • „ემოციური რეპრესია“ არის ფსიქოლოგიურად მოტივირებული აქტივობა. ეს არის ისტორიულად სპეციფიკური, აფექტური მოქმედება და არა ინდივიდის შესაძლებლობის ინდიკატორი, რომ ააკონტროლოს ფიზიოლოგიური ცვილებები თავის სხეულში.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0