x
ენის გავლენა აზროვნებაზე - რა არის ლინგვისტური ფარდობითობა?

image

ლინგვისტური რელატივიზმი

„სული გიჭერს და შენ ეცემი“ (1998) არის ენ ფედიმენის წიგნი, რომელიც ნამდვილ ამბვაზეა დაფუძნებული. ეს არის ჩრდილოეთ ვიეტნამის ერთ-ერთი ტომის, ჰმონგის ლტოლვილი ოჯახის, ლიების ისტორია და ამბავი მათი ინტერკულტურული ურთიერთობების შესახებ კალიფორნიელ ექიმებთან. ამბავი ეხება ლია ლის, უმცროს ქალიშვილს, რომელსაც დაუსვეს მწვავე ეპილეფსიის დიაგნოზი. ჰმონგის კულტურაში ეპილეფსია არაა იგივენაირად განსაზღვრული, როგორც დასავლურ საზოგადოებაში აღწერენ მას ექიმები. აქ ეპილეფსიას აღწერენ, როგორც qaug dab peg ანუ „სული გიჭერს და შენ ეცემი“. ამ ტომში გავრცელებულია ანიმისტური შეხედულებები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ადამიანი შეიპრყროს როგორც კარგმა, ასევე ცუდმა სულებმა. ეპილეპტიკური შეტევები კი არის შესაძლებლობა, რომ ინდივიდი დროებით შეუერთდეს სულების სამყაროს, რაც მიიჩნევა საპატიოდ, რადგანაც სულებმა ეს ადამიანი აირჩიეს მათთან კომუნიკაციისთვის.

დღეს დაახლოებით 5000 ენა არსებობს და თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვებისგან. ეს განსხვავებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვადასხვა ოჯახის ენებს შორის. მაგ., ინდოევროპულ ენებსა და ისეთ არა-ინდოევროპულ ენებს შორის, როგორებიცაა ჰოპი და ჩინური. მრავალი მოაზროვნე ამტკიცებს, რომ განსხვავებები ენაში იწვევს განსხვავებებს აზროვნებაში. თითოეული ენა აყალიბებს მსოფლაღქმას და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ამ იდეას ხშირად სეპირ-უორფის ჰიპოთეზას უწოდებენ, თუმცა ტერმინი „ლინგვისტური რელატივიზმი“, რომელიც უფრო მეტადაა გავრცელებული დღეს, ამ ჰიპოთეზას განიხილავს უორფის მოსაზრებებისგან დამოუკიდებლად.

ლინგვისტური ფარდობითობის პრინციპი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც სეპირ-უორფის ჰიპოთეზა, არის მოსაზრება, რომ სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი კონცეპტები და კატეგორიები გავლენას ახდენს სამყაროს კოგნიტურ კლასიფიკაციაზე იმგვარად, რომ ამის შედეგად სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები აზროვნებენ და მოქმედებენ განსხვავებულად. სეპირ-უორფის ჰიპოთეზის მიხედვით, ინდივიდის აზროვნება და მოქმედება განსაზღვრულია იმ ენის მიერ, რომელზეც ის საუბრობს. ენის სტრუქტურა გავლენას ახდენს ამ ენაზე მოსაუბრის სამყაროს ხედვასა და კოგნიციაზე და ადამინების აღქმა უკავშირდება იმ ენას, რომელზეც საუბრობენ.

რაც შეეხება ამ მაგალითს, ჰმონგის კულტურაში არ არსებობს სიტყვა „ეპილეფსია“ და ამ დაავადების აღწერა შესაძლებელია მხოლოდ სულებით გარემოცული სამყაროს საშუალებით, რაც ანიმისტური ხედვის შესაბამისია. დასავლურ მედიცინაში კი მეცნიერება, რაციონალურობა, ლოგიკა და ობიექტურობა მნიშვნელოვანია და ამიტომ მეცნიერული სიტყვები და განსაზღვრებები არის არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული. ამის შესაბამისად, სეპირსა და უორფს მიაჩნდათ, რომ ინდივიდები როგორც წესი, ვერ აცნობიერებენ ენის გავლენას და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ხდება კულტურებს შორის გადანაცვლება.

image

ლინგვისტური ფარდობითობის თეორიის ავტორებად ითვლებიან ედუარდ სეპირი და მისი მოწავლე ბენჟამინ ლი უორფი, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ თავისი იდეა არასოდეს ჩამოუყალიბებიათ ჰიპოთეზის ტერმინებში. ლინგვისტურ რელატივიზმთან დაკავშირებული დისკუსიების დროს ძირითადი შეკითხვა ისაა, თუ რადენად მართებულია ლინგვისტური რელატივიზმის პრინციპი იმ შემთხვევებში, რომლებშიც ის აშკარაა (მაგ., ბაბილონელებს არ ჰქონდათ სიტყვა „ტელეფონი“ და ამიტომ ისინი არ ფიქრობდნენ ტელეფონებზე) და იმ შემთხვევებში, სადაც მისი სისწორე სადავოა (მაგ., განსხვავებულ ენაზე მოსაუბრეები სამყაროს არ აღიქვამენ მთლიანად ერთმანეთისგან განსხვავებულად).

ედუარდ სეპირი იყო ამერიკელი ანთროპოლოგიური ლინგვისტი, რომელიც იყო ბოასის მოსწავლე. ის ასევე იყო უორფის მასწავლებელი, რომელიც იყო ბიზნესმენი და მოყვარული ლინგვისტი. სეპირი დაინტერესდა ჰუმბოლტიანური იდეით, რომ ენა მნიშვნელოვანია განსხვავებული მსოფლხედვის ჩამოსაყალიბებლად. ის იცავდა მოსაზრებას, რომ ენების გრამატიკულ სისტემებში არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო, არ არსებობს ორი ენა, რომელიც საკმარისად მსგავსია იმისთვის, რომ შევძლოთ ერთი ენიდან მეორეზე იდეალური თარგმნა. სეპირი ასევე ფიქრობდა, რომ რადგანაც ყველა ენა ასახავს რეალობას განსხვავებულად, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ რეალობას. სეპირის მიხედვით: „სამყაროები, რომლებშიც განსხვავებული საზოგადოებები ცხოვრობენ, არის განსხვავებული სამყაროები და არა ერთი და იგივე სამყაროები განსხვავებული აღმნიშვნელებით“. მეორე მხრივ, სეპირი ექსპლიციტურად უარყოფდა წმნიდა ლინგივსტურ დეტერმინიზმს და მიაჩნდა, რომ „გულუბრყვილო იქნება იმის წარმოდგენა, რომ გამოცდილების ანალიზი დამოკიდებულია ამ ენაში გამოხატულ პატერნზე“. თუმცა სეპირს არასოდეს შეუსწავლია, როგორ გავლენას ახდენენ ენები აზროვნების პროცესზე, რაც განახორციელა მისმა სტუდენტმა ბენჟამინ ლი უორფმა.

ლინგვისტური რელატივიზმის ჰიპოთეზამ განსაკუთრებით დიდი პოპუალრობა მოიპოვა უორფის შემოქმედებაში. მისი შეხედულებები უფრო რადიკალურია, ვიდრე სეპირისა. მის მიხედვით, როცა ენები მსგავსია, არ არსებობს დრამატული კოგნიტური განსხვავებები, მაგრამ როცა ენა არის ინგლისურისა და დასავლური ევროპული ენებისგან განსხვავებული, რომლებსაც ის „სტანდარტულ საშუალო ევროპულს“ (SAE) უწოდებს, მათზე მოსაუბრეებს აქვთ სამყაროს განსხვავებული ხედვა.

უორფს მაგალითად მოჰყავს ძირძველი ტომების ენები, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ტერმინი ისეთი კონცეპტისთვის, რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვით აღინიშნება ინგლისურ ენაზე და სხვა ევროპულ ენებზე (SAE). მას ამის მაგალითად მოჰყავს 12 სიტყვის არსებობა „თოვლის“ აღსანიშნად ინუიტურ ენაზე. გარდა ამისა, ის აღწერს იმასაც, რომ ჰოპის ენაზე არსებობს სხვადასხვა სიტყვა დასალევი წყლისა და წყლის ბუნებრივი სახის აღასნიშნად. ეს მაგალითები ემსახურებოდა ორ მიზანს: 1. იმის ჩვენებას, რომ ასეთი ენები ზოგჯერ უფრო კარგად აღწერს სემანტიკურ განსხვავებებს, ვიდრე ევროპული ენები და 2. ამიტომ პირდაპირი თარგმანი ასეთ ორ ენას შორის თოვლისა და წყლის მსგავსი კონცეპტების გამო შეუძლებელია.

დასკვნა

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ერთსულოვანი დასკვნა სეპირ-უორფის ჰიპოთეზასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, ჰიპოთეზას აქვს, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. აშკარაა, რომ ენა გავლენას ახდენს აზროვნებასა და კულტურაზე, მაგრამ ეს ჰიპოთეზა აზვიადებს ენის გადამწყვეტ როლს და უგულებელყოფს ენის სოციალურ და კულტურულ ფაქტორებს. მიუხედავად სისუსტეებისა, ჰიპოთეზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მან განაპირობა დიდი დისკუსია და მრავალი ექსპერიმეტი ენისა და აზროვნების ურთიერთობის გასაკრვევად. ამ ჰიპოთეზაზე დაყრდნობით მრავალმა მკვლევარმა დაამტკიცა, რომ ენა მჭიდროდ უკავშირდება კულტურასა და აზროვნებას.

1
233
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
233
  
2020, 1 თებერვალი, 17:06
ენა ასევე გავლენას ახდენს სალაპარაკო აპარატის-პირის მოყვანილობასა და მის აგებულებაზე,რაც თავის მხრივ სახის მოყვანილობაზე ახდენს გავლენას.ამიტომაცაა,რომ უცხო ქვეყნებში ერთი ერის წარმომადგენლები ერთმანეთს სცნობენ.
0 1 1