x
მეტი
  • 11.07.2020
  • სტატია:101424
  • ვიდეო:346679
  • სურათი:465338
კარტოფილის ნახარში კარტოფილზე უფრო სასარგებლოა (+ ნახარშით მომზადებული ჰაეროვანი ცომი ღვეზელისთვის)

კარტოფილის სამშობლო სამხ. ამერიკაა, სადაც მას საკვებად, თითქმის, 10 ათასი წლის წინ უკვე მოიხმარდნენ. ხოლო, ბოლივიის ზოგიერთ რაიონში, დღემდე გვხვდება ამ კულტურის ველური სასეობები. ევროპაში კარტოფილი XVI საუკუნეში ესპანელბმა შემოიტანეს. ამჟამად, ეს კულტურა, ერთ-ერთი ლიდერია, ყველაზე მოთხოვნადი და ხშირად გამოყენებადი პროდუქტების სიაშია.


image


კარტოფილის (კარტოფილიანი) კერძებიდან, ყველაზე მეტად სასარგებლოა კანიანად მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი კარტოფილია. რადგან, ასე მომზადებულ პროდუქტში, მინერალების და ვიტამინების უფრო მეტი რაოდენობის შენარჩუნება ხდება.

კარტოფილის კალორიულობა 100 გრ-ზე – 76 კკალია. შეიცავს: ცილებს (2.0 გრ.), ცხიმებს (0, 4 გრ) და ნახშირწყლებს (16.1 გრ.). ხოლო, მისი სასარგებლო თვისებების, ბევრ სხვა პროდუქტს, ნამდვილად რომ, «შეშურდება»:

კარტოფილის შემადგენლობის უდიდესი ნაწილი სახამებლებზე მოდის. გარდა ამისა, მასში არის ამინომჟავების და ფოლიუმის მჟავის კარგად დაბალანსებული ნაკრები, С, Н, РР, B ჯგუფის ვიტამინები და პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო მინერალი: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სელენი, მანგანუმი, რკინა, გოგირდი, იოდი, ქრომი, ფტორი, ნიკელი, ფოსფორი და ნატრიუმი. ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან, კარტოფილი, ყველაზე დიდი რაოდენობით, კალიუმს შეიცავს. ის სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლძარღვების კედლებზე თრომბული წარმონაქმნების გაჩენას უშლის ხელს. ხოლო, ბოჩკოვანა, რომელიც პროდუქტის შემადგენლობაში შედის, აგრესიული არ არის და კუჭის კედლების გაღიზიანებას არ იწვევს. მოხარშული კარტოფილი ყოველთვის არის გასტრიტის და კუჭის წყლულის მქონე ადამიანების მენიუში. კარტოფილი რეკომენდირებულია ართრიტის, პოდაგრის და თირკმელების დაავადებების დროს. სასარგებლოა ის მათთვისაც, ვისაც პრობლემები აქვთ ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაჭყლეტილი ცხელი კარტოფილი საუკეთესო კომპრესია ხველის, ეკზემის და კანის სხვა ანთებითი პროცესების დროს. ხოლო, უმ, გახეხილი კარტოფილს, წითელი ქარის, სოკოს ან დამწვრობის შემთხვევაში, დამამშვიდებელი და შემახორცებელი ეფექტი აქვს.


რაც შეეხება კარტოფილის ნახარშს (აქ საუბარი, გაფრცქვნილი კარტოფილის ნახარშზე არის), მასში იმაზე მეტი ვიტამინი და მინერალია, ვიდრე მოხარშულ კარტოფილში. მაგ., მოხარშვამდე, კარტოფილში არსებული კალიმის საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 70 % ნახარშში ხვდება... ასე, რომ, მასში უფრო მეტი კალიუმი, А და С ვიტამინია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სასარგებლო სასმელში. ხოლო, ორგანიზმისთვის, თხევადი სახით მიწოდებული ნივთიერებების ათვისება ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სახით.

კარტოფილის ნახარში, იმის გამო, რომ შარდმდენია, აცხრობს შეშუპებას, დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, სასარგებლოა ართრიტის და პოლიართრიტის დაავადებების დროს. ის სასარგებლოა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი გადაღლილია და მნიშვნელობა არა აქვს, ფიზიკური, თუ გონებრივი შრომის შედეგად. დიეტოლოგების რეკომენდაციით, პროფილაქიკის მიზნით, 1 ჭიქა (250 მლ.) კარტოფილის თბილი ნახარში, შეგვიძლია კვირაში 3-ჯერ, ძილის წინ, მივიღოთ. ასეთი ნახარშის მომზადებისას, კარტოფილი გაფრცქვნილი უნდა იყო, მაგრამ მარილის დამატება არ შეიძლება.

რაც შეეხება ნახარშით მკურნალობას, ექიმთან კონსულტაციის და მიღების წესის განსაზღვრის გარეშე, ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან იმის რისკი, რომ ამ სრულიად ნატურალურმა სასმელმა, სარგებლობის ნაცვლად, ორგანიზმს ზიანი მოუტანოს დიდია.

დიეტოლოგების გარდა, კარტოფილის ნახარშთან დაკავშირებით, რეკომენდაციას დერმატოლოგებიც იძლევიან. კარტოფილის ნახარშით, ძილის წინ, ხელის და ფეხის აბაზანის მიღების შემთხვევაში, კანი რბილდება და აბრეშუმივით პრიალა ხდება, 1 კვირაში, ქრება კოჟრები და პატარა ზომის ნაიარევები.



ცომი კარტოფილის ან სხვა ნებისმიერი გულსართის ღვეზელისთვის


image


ინგრედიენტები:


გაფრცქვნილი კარტოფილის ნახარში (უმარილო) – 250 მლ.

ფქვილი – 450 გრ.

შაქარი – 1 ს. კ.

არაჟანი ან მაიონეზი – 1 ს. კ.

ზეთი – 3 ს. კ.

მარილი – 1 ჩ. კ.

საფუარი (მშრალი) – 7 გრ. (2 ჩ. კ.)


მომზადება:


I. თბილი ნახარშის ნახევარში ჩაყარეთ შაქარი და საფუარი > დადგით თბილ ადგილზე 20–30 წთ.

II. როდესაც საფუარი ამოვა, დაამატეთ დარჩენილი ნახარში და დანარჩენი ინგრედენტები > მოზილეთ ცომი.

ცომი წებოვანი უნდა იყოს და ხელზე ოდნავ ეკვროდეს.

III. გადააკარიც ცომს პოლიეთილენის აპკი და დადგით თბილ ადგილზე > ცომი მზად 1 სთ-ში იქნება.

ღვეზელი შეგიძლიათ ზეთში შეწვათ ან ღუმელში გამოაცხოთ.


imageimageimageimageimageimageimage









1
535
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
535
  
3 თებერვალი, 14:23
უნდა ვცადო აბა
0 1 1