x
image
თედო16
"ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება" – კორონა ვირუსის ვაქცინა მზადების პროცესშია
image


ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსის ვაქცინა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათი ათასობით დააიმფიცირა მალე მზად იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" ავრცელებს.


ჩინეთის მთავრობა უკვე ერთ თვეზე მეტია "კორონა" ვირუსთან ბრძოლას სხვადასხვა ეფექტური გზებით ცდილობს. ხოლო ამ პროცესში არამხოლოდ ადგილობრივი მკვლევარ-მეცნიერები, არამედ საზღვარგარეთიდან მოწვეული კომპეტენტური კოლაბორატები ჰყავს ჩართული. მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქალაქ შანხაიში კომპანიის "სტერმირნა თერაპია" მკვლევარმა კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაზე მუშაობის პროცესი აჩვენა. შანხაის თუნგძის უნივერსიტეტის საავადმყოფო აღნიშნულ კომპანიასთან ერთად ვირუსთან ბრძოლის პროგრამას ახორციელებს და კორონასთან გამკლავების პროცესს დინამიკაში აჩვენებს.


"ვაქცინის ნიმუშების დამზადების პროცესს 40 დღეზე ნაკლები დრო დასჭირდება" – აცხადებენ დეველოპერები.



0
260
შეფასება არ არის
ავტორი:თედო16
თედო16
260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0