x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა იმიტომ არ ახელს, რომ დედამისის ხმა ესმის
image


თურქეთის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უკვე გააღვიძეს, მაგრამ თავად ცოტნე არ იღვიძებს, თვალებს არ ახელს. ექიმის ვარაუდით, ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა, იმიტომ არ ახელს, რომ დედამისის ხმა ესმის.ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით 2020NEWS-ი ავრცელებს.


ცოტნე გამსახურდიას და დედამისს შორის მკვეთრად გაწვავებული ქონებრივი დავის გამო 8-9 წელია აღარ აქვთ ურთიერთობა.


2012 წელს მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ წამოწყო ქონებრივი დავა, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით, რა დროსაც გადაიფორმა “კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი.



ამასთანავე როგორც ცნობილია, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.



"სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს. მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ.



კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია. ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას"

3
1047
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1047
  
სათაური მომეწონა)))
30 იანვარი, 2:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

29 იანვარი, 19:12
რა დროს მაგაზე ჩხუბია
0 1 3