x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ფილმი
10 წელიწადში ერთხელ ბრიტანეთის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი ატარებს გამოკითხვას კინო კრიტიკოსებსა და რეჟისორებს შორის, თუ რომელია ყველა დროის საუკეთესო ფილმი.

imageკინოკრიტიკოსების აზრით რეიტინგის სათავეში ალფრედ ჰიჩკოკის "Vertigo"-ა, მეორე ადგილზე კი- ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი", სამეულში ბოლო ადგილზეა იაპონელი რეჟისორის იასუძირო ოძუს "ტოკიური ისტორია", რომელიც რეჟისორების ვერსიით საუკეთესო ფილმებში პირველ ადგილზეა.

ჰიჩკოკის თრილერს რეჟისორებმა მე-7 ადგილი მაიკუთვნეს ფრენსის ფორდ კოპოლას image
"ნათლია"-სთან ერთად. "მოქალაქე კეინი" აქაც მე-2 აღმოჩნდა, მაგრამ მასთან ერთად ეს ადგილი სტენლი კუბრიკის "კოსმოსურმა ოდისეამ" გაინაწილა, კრიტიკოსების რეიტინგში მას მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.

კრიტიკოსების ათეულში შევიდა ჟან რენუარის დრამა " თამაშის წესები", გერმანელი რეჟისორის ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს ჰოლივუდური ფილმი " განთიადი: ორი ადამიანის სიმღერა", ჯონ ფორდის ვესტერნი "მაძიებლები", დოკუმენტალური კინემატოგრაფის კლასიკა ძიგი ვერტოვის "ადამიანი კინოაპარატით" და კარლ თეოდორ დრაიერის მუნჯი დრამა " ჟანა დ'არკის ვნებანი". ბოლო, მე-10 ადგილზეა ფედერიკო ფელინის " 8 ნახევარი".


image იმავე ფილმს რეჟისორებმა მეოთხე ადგილი მისცეს, მათ ათეულში imageაგრეთვე შევიდა ფრენსის ფორდ კოპოლას "აპოკალიფსი დღეს", მარტინ სკორსეზეს "ტაქსის მძღოლი", image
ანდრეი ტარკოვსკის "სარკე" და ვიტორიო დე სიკას " ველოსიპედის გამტაცებლები".

მთლიანად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 846-მა კრიტიკოსმა და გამოჩენილმა რეჟისორმა.

8
496
10-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
496
  
2012, 20 სექტემბერი, 20:23
++++++++++++++++++++++++++
2012, 24 აგვისტო, 21:44
++++
2012, 6 აგვისტო, 3:31
ხო გემოვნებაზე არ დავობენ,უფრო სწორად ყველაზე მეტს დავობენ,მაგრამ ბოლოს მაინც ყველა თავის აზრზე რჩება :)))
2012, 6 აგვისტო, 1:55
მე ვთვლი რომ უდავო პირველი ადგილი ნათლიას ეკუთვნის. ყველა დროის უკვდავი ნაწარმოებია. წიგნი უკეთესია, მაგრამ ფილმის ეს ვერსია ყველაზე კარგია
2012, 6 აგვისტო, 1:53
მადლობააა
2012, 6 აგვისტო, 1:51
კარგად გიმუშავია
0 1 8