x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: ავსტრალიაში ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა

image


ჩვენ გარშემო ყოველდღიურად ბევრი საოცარი მოვლენა ხდება. ისტორიები და სიახლეები ხან შეუმჩნეველი რჩება ჩვენ მიერ და ინფორმაციული ნაგავი ხდება. მაგრამ ის, რაც ხდება ავსტრალიაში, ეს მთელმა მსოფლიმ გაიგო, ეს არის მსოფლიო კატასტროფა.


უზარმაზარი ტერიტორია დაფარულია ხანძრებით, რომელთა ჩაქრობა შეუძლებელია. მაგრამ ყველაზე უარესი ის არის, რომ ხანძრის შედეგად მილიარდზე მეტი ცხოველი უკვე დაიღუპა. მთელი მსოფლიდან ხალხი იკრიბება ცხოველების დასახმარებლად.


ავსტრალიაში რეალური კლიმატური კატასტროფა ხდება. ხანძარი იქ უკვე რამდენიმე თვეა მძვინვარებს. ხანძარი თითქმის შოტლანდიის ზომისაა. სიტუაცია გამწვავებულია არანორმალურად ცხელი ზაფხულით და გვალვით.
არანორმალური სიცხე, მშრალი და ძალიან ქარიანი ამინდი გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგია. რა თქმა უნდა, ხანძარი თავისთავად არ იწყება იმის გამო, რომ ცხელა. მაგრამ ასეთ პირობებში ხანძარი სწრაფად ვრცელდება და კატასტროფული პროპორციით შეიძლება განვითარდეს.



ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, მათ შორის სამი მეხანძრე. დაახლოებით 100 ათასი ადგილობრივი მკვიდრი იქნა ევაკუირებული, განადგურდა 2500-ზე მეტი შენობა. ხელისუფლება იძულებული გახდა დახმარებისთვის გამოეძახებინა 3000 რეზერვისტი. გარდა ადამიანებისა, ავსტრალიის უმდიდრესი ბუნებრივი სამყარო დაზარალდა: სიდნეის უნივერსიტეტის მონაცემებით, დაიღუპა მილიარდზე მეტი ველური ცხოველი, მათ შორისაა ათობით ათასი წითელტყავიანი კოალა.


კლიმატის კატასტროფის კიდევ უფრო მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა, რაც შეიძლება მალე უნდა თქვან უარი წიაღისეული საწვავის დაწვაზე, ანთროპოგენული კლიმატის ცვლილების ერთ – ერთ მთავარ მიზეზზე, ასევე გაზარდონ დაფინანსება იმ სერვისებზე, რაც ბუნებრივ ადგილებში ხანძრის გამკლავებაში დაეხმარებათ.





0
282
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0