მიმოხილვა მერსედესი,მერსედესი და მხოლოდ მერსედესი!!!! 2012, 5 აგვისტო, 2:02 1.მერსედესის ემბლემა დამუშავდა 1904 წელს, რაც ნიშნავს წარმატებას: მიწაზე, წყალში და ზეცაში. ეს აიხსნება იმით რომ ფირმა დაიმლერი აწარმოებდა მანქანის მოტორების პარალელურად ასევე საზღვაო და საჰაერო ძრავებსაც.
2. სტივ ჯობსი(ვინაობას აღარ დავაკონკრეტებ, ყველამ იცით ვინც იყო)დადიოდა მხოლოდ და მხოლოდ “mercedes-benz sl 55 amg“ -ით. ყოველთვის ნომრების გარეშე, საქმე იმაშია რომ კალიფორნიის შტატის კანონით ახალ მანქანაზე ნომრების დაყენება 6 თვეში შეგიძლია.სტივ ჯობსი შეუთანხმდა ერთ ერთ ავტოსალონს, რომ ის ყოველ 6 თვეში ახალ sl 55 გამოიყვანდა სალონიდან და ძველს დააბრუნებდა, ხოლო სალონის უპირატესობა იმაში იყო რომ ჯობსის ნაქონი 6 თვის მანქანა უფრო ძვირად იყიდებოდა ვიდრე ახალი მანქანა:))) 3. პირველი “abs“ სისტემა(ანუ ანტი ბლოკირების სისტემა) პირველად იქნა გამოყენებული მერსედესის მარკის მანქანაზე 1978 წელს. დღესდღეობით “abs“ სისტემა დამონტაჟებულია თითქმის ყველა მანქანაზე. 4. იცოდით, რომ მერსედესის ფირმა პირველი იყო ვინც გამოიგონა და გააცნო საზოგადოებას “უსაფრთხოების ღვედი“ 5. ასევე მერსედესის კომპანიამ დაიწყო პირველად უსაფრთხოების ბალიშების დამონტაჟება საკუთარ ავტომობილებზე. 6. ქარხნის ტერიტორიაზე ზინდელფინგენში, ქარხანაში მომუშავე პირები გადაადგილდებიან მხოლოდ ველოსიპედებით, ყველა განყოფილებას ქარხანაში საკუთარი ფერის ველოსიპედი გააჩნია. 7. ალბათ ყველა გაქვთ ნანახი ოსკაროსანი ფილმი “მილიონერი ჯურღმულიდან“. მერსედესის კომპანიამ მოითხოვა მოეხსნათ მერსედესის ემბლემა იმ კადრებიდან სადაც სიუჟეტი ვითარდებოდა ჯურღმულებში, ღარიბებით დასახლებულ ადგილებში.უბრალოდ კომპანიას არ უნდოდა რომ მისი ბრენდი ასოცირებულიყო ღარიბ უბნებზე რაც მათ იმიჯს შელახავდა. 8. მერსედესის კომპანიას გააჩნია საკუთარი პატარა “ტყე“ და ყველა ის ხის დეტალი რაც მერსედესის სალონშია დამონტაჟებული მხოლოდ ამ ტყიდან დამუშავებული ხეებისგან არის. 9.მერსედესის დევიზია “ das beste oder nichts“ რაც გერმანულად ნიშნავს: “საუკეთესო, ან არაფერი“!!!!! ( მე ვეთანხმები) 10. ეხლა ჩამოგითვლით მერსედესის კლასიფიკაციებს თავისი სურათებით და აღწერით. S-განსაკუთრებული კლასი(გარედან შემცირებული შიგნიდან გაფართოებული) SL- მსუბუქი სპორტული G-ჯიპი E-ბიზნეს კლასი C-ასეთივე ბიზნეს კლასი, მაგრამ ახალი ელემენტებით შექმნილი მანქანის სხეულით და დიზელის ძრავით. SLK- მსუბუქი მოკლე სპოტრული M და ML-კომფორტული ჯიპი A-ყველასთვის ხელმისაწვდომი(ყველაზე იაფი) CL-მსუბუქი კომფორტული CLK-შემოკლებული მსუბუქი კომფორტული SLR- ორ ადგილიანი rodstar-ის კუპე(გეტყვით რომ მერსედესის მუზეუმში გერმანიაში შეგიძლიათ ყველა მერსედესის მოდელში ჩაჯდეთ, მხოლოდ სლრ-ის გარდა, მას დამცავი ბარიკადები ახლავს გარშემო, სადაც შესვლა აკრძალულია!!! V- მინივენი და მიკრო ავტობუსები R- ბიზნეს კლასის მინივენის ჯიპი SLS- SUPER CAR- ორ ადგილიანი კუპე მანქანები შემიფასეთ:))) ყველას გისურბევთ სასურველი კლასის შეძენას !!!!! 1984 5-ს მოსწონს |
CLS- მანქანას ეძახიან: საერთო ენის სპეციფიკას. დაამუღამე რა დონეა:)))