x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ყვავილების ენა

imageყვავილების საშუალებით შეიძლება ბევრი რამე უთხრათ ადამიანს. ყოველ ყვავილს და მის ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა, ასევე ყვავილების რაოდენობითაც შეგიძლიათ უთხრათ ადამიანს სათქმელი. ყვავილების ენაზე ციფრებს თავისი მნიშვნელობა აქვს. ასე, რომ ყურადღებით იყავი.

1 ყავილი: შენ ყველაფერი ხარ რაც გამაჩნია.

3 ყვავილი: შენთან ერთად მინდა გავემგზავრო ქვეყნის ბოლოში.

5 ყვავილი: მე შენ მიყვარხარ.


7 ყვავილი: ტრადიციულად ჩუქნიან ნიშნობის დღეს.

9 ყვავილი: მე შენ გაფასებ როგორც მეგობარს.

10 ყვავილი: მინდა შენთვის რაღაც გავაკეთო.

11 ყვავილი: შენ ჩემი მეგობარი ხარ.

12 ყვავილი: ჩვენ სირთულეები გვაქვს მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი მოგვარდება.

13 ყვავილი: ვერ გიტან და მეზიზღები.

ყვავილების ფერებს თავისი მნიშვნელობა აქვს.

თეთრი ფერი უმწიკვლობას ნიშნავს.

ყვითელი: სიყვარულის დასაწყისს.

ვარდისფერი: სიყვარული.

წითელი: ვნებიანი სიყვარული.

ლურჯი: თავდადება.

ლილისფერი ან იასამნისფერი: ნდობა.

თეთრი ყავილები:

ქრიზანთემა: მე უბედური ვარ.

ლილია: სინაზე.

ვარდი: ჩვენ თანასწორები ვართ.

ტიტა: მე შენ აღარ მიყვარხარ.

ყვითელი ყვავილები:

ქრიზანთემა: მე შენ გულსა და ხელს გთავაზობ.

ია: შენ ჩემი ბედნიერება ხარ.

ვარდი: გაქრობის პირას მისული სიყვარული, ეჭვიანობა.

ტიტა: მე შენ მიყვარხარ.

წითელი ყვავილები:

ქრიზანთემა: მე შენ მიყვარხარ.

ვარდი: მინდიხარ ყველაზე მეტად.

ტიტა: სიზმარში გხედავ.

ყაყაჩო: შენ ჩემი დანაკარგი ხარ.

ლურჯი ყვავილები:

ირისი: მე შენ პატივს გცემ.

ია: მე შენი ერთგული ვარ.

შავი ტიტა: მინდა მოვკვდე შენთან ერთად.

6
714
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
714
  
2012, 7 აგვისტო, 0:11
მომეწონა :) (მე ვიცოდი, რომ ყვითელი ტიტა აკრძალულ ვნებიან სიყვარულს ნიშნავს, თუმცა საერთო ჯამში, არსი იგივეა.) :)
2012, 6 აგვისტო, 8:50
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :)
2012, 5 აგვისტო, 8:32
დზაან მაგარია დიდი მადლობა ავტორ:))) ცუდია ბევრმა არ იცის ეს ენა:(
2012, 5 აგვისტო, 0:44
არც ის რომ ქალისთვის ყველაზე ძვირფასი და რომანტიული ყვავილებია
2012, 4 აგვისტო, 23:22
მალადეც შენს მეუღლეს :)... ცუდია, რომ ყვავილების ენა საქართველოში ბევრმა არ იცის...
2012, 4 აგვისტო, 22:52
ასეთი კარგი სტატია ჯერ არ წამიკითხავს,მართლა კარგია.ჩემმა მეუღლემ მაჩუქა ბევრი თეთრი ვარდი და გულში იყო 1 ცალი წითელი ვარდი,ეს წითელი ვარდი ამდენ გოგონებში შენახარო
0 1 6