x
გვარამიას ზუსტად იმ სიტყვებს დავუპირისპირებ რითაც თავად დაასრულა გადაცემა
ლაშა ბოდაველი CICDრამდენიმესაათიან მძიმე გადაცემას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უწყვეტად ვუყურე და ვნახე, როგორ შეილანძღა ყველაფერი, რასაც შეიძლება რომ მართლმადიდებელი მრევლის რწმენა გაემტკიცებინა. საუბარია პატრიარქზე, საპატრიარქოზე, მღვდელმთავრებსა და თავად ეკლესიაზე.


ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

გასაგებია, რომ გადაცემის წამყვანი უკლებლივ ყველა სტუმართან ერთად პოლიტიკურ ბრძოლაშია შესული და ამ სფეროში “მიზანი ამართლებს საშუალებას", მაგრამ არ უნდა ააგორო ტალღა, რომელმაც შეიძლება თან გაგიყოლოს.


დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი დღიდან საპატრიარქოს ცოდვებზე საუბარი ტრენდული გახდება, პარტიები ამ ნიშით საკუთარ ელექტორატსაც კი გაიმყარებენ საარჩევნოდ და კაუზალურ შედეგში, ერთადერთი, რასაც დანამდვილებით მივიღებთ, ეს იქნება დაბრკოლებული მრევლი.

მთავარი არხი


გასაგებია, რომ ბ/ნ ნიკასთან (გვარამია) შედარებით პოპულარობის სხვადასხვა დონეზე ყოფნისა და სხვა მიზეზების გამო მე და კიდევ მრავალი ჩემნაირი სატელევიზიო დებატებში ვერ შევდივართ, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში თუნდაც რიტორიკულად ზუსტად იმ სიტყვებს დავუპირისპირებ, რითაც თავად დაასრულა გადაცემა. როგორ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში საბჭოთა კავშირი, თუ საკმაოდ განათლებული და მათ შორის წარმატებული პირებიც, მკაფიოდ საბჭოური მეთოდებით, პოლიტიკურ ბრძოლას მოსახლეობაში რწმენის შერყევით აპირებთ?!


ეს გადაცემა არ იყო კრიტიკის გამბედაობა! მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საჭირო აქცენტი დაისვა (რათქმაუნდა სამარცხვინო არაფერია იმაში თუ ჯანსაღი კრიტიკა გექნება ნებისმიერი არასამართლიანი პროცესისადმი) მაინც ხაზგასმით ვამბობ, ეს გადაცემა იყო თვითმიზანი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად ყველა ჩართული პირისთვის და პირადად მე გონივრულ საფრთხეს ვხედავ იმ სავარაუდო ტალღაში, რომელსაც დიდი ალბათობით ხვალიდან ვნახავთ და სამწუხაროდ ამ ფონზე - გილოცავთ შობას!

1
481
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
481
  
2020, 8 იანვარი, 9:18
გულისამრევია ეს ყველაფერი.
0 1 1