x
image
რუსუდან ნადირაშვილი
საიდან მოდის ჩიჩილაკისა და "შობის ყვავილის"ტრადიცია
image

საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ ადათი აქვს. შობა- ახალი წელი “ჩიჩილაკისა'' და “შობის ვარსკვლავის'' გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

ჩიჩილაკი, იგივე “ქართული ნაძვის ხე''

საქართველოში ჩიჩილაკის დადგმის ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქას უკავშირდება, კერძოდ, წმინდა ბასილის სახელს. ახალი წელი “წმინდა ბასილის დღედ '' მოიხსენიებოდა, რადგან მისი ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს.


ინახალ წლამდე ორი კვირით ადრე თხილის გრძელ ჯოხს ჭრიდნენ და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე დაბრაწავდნენ და კანს გააცლიდნენ. ბოლოს თლიდნენ და თეთრი ფერის “ბასილას წვერებიც'' მზად იყო. ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს, თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა.

შობის ყვავილი, იგივე “საშობაო ვარსკვლავი''

შობის ყვავილად წოდებული ულამაზესი მცენარე, პუანტესა, არც ისე დიდი ხანია რაც საქართველოში გამოჩნდა, მაგრამ უკვე შეძლო თავის დამკვიდრება. მასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს : მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, თურმე ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. და–ძმას საჩუქრის შეძენის საშულალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის რამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. იმ ღამეს მცენარეს ფერი უცვლია და გაწითლებულა. პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. იმდენად მოიხიბლნენ შობის პერიოდისთვის წითლად გაშლილი ვარსკვლავით, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს “ შობის ღამის ყვავილი'' უწოდეს. შობის ყვავილი იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებულად უხდება შობა-ახალ წელს და ამბობენ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეუძლია.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0