x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
დამღალეთ! (უბრალო ჩანაწერი)

image
ვერ ვიტან აგვისტოს, ცუდად დაგვებედა მე და შენ..აი, წლევანდელი აგვისტოს დაწყებაც არ მესიამოვნა, რაღაც ცუდის მოლოდინში ვიყავი და გამიმართლდა კიდეც..ისევ შენი პრობლემები...დავიღალე..ჰო, ახლა ყველას მინდა ვუთხრა რას ვგრძნობ, მთელ სამყაროს, ოღონდ შენ არა!..შენ კიდევ ერთხელ ჩემ გამო თავს ცუდად ვერ გაგრძნობინებ..

ისევ ის მძიმე გაურკვევლობა ჩადგა ჩემსა და შენ შორის..არადა, თითქოს ყველაფერი მოგვარდა..მეც გამოვუტყდი ყველას რომ შეყვარებული ვარ და შენც..ახლა კი..ისევ ის პრობლემები, ვიქნებით კი ერთად?!..გავცივდი ყველაფრის მიმართ.. დღეს გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებაგამეხალისებინა, სიახლეები შემეტანა, ვარჯიშიც კი დავიწყე(არადა, შენ ხომ იცი როგორ მეზარებოდა ეს), მაგრამ ახლა თავს მართლაც ვერ ვგრძნობ ხალისიანად...არ ვიცი უნდა დაგელოდო თუ არა..არ ვიცი ეს "მე შენ მიყვარხარ" გამომშვიდობების წინ ნათქვამი სიტყვებია, თუ უბრალოდ დასამშვიდებელი..არა, ახლა არაფერი არ ვიცი და არც მინდა კითხვები დავსვა..ხალხო, საზოგადოებავ, მე დავიღალე! დამღალა ამ უაზრო ერთფეროვნებამ, რამდენჯერ ვცადე რამე ორიგინალურის მოფიქრება, მაგრამ არაფერია ისეთი რაც არავის გაუკეთებია, დამღალა ყოველდღე ერთი და იგივე ადამიანებმა და მათმა მეწვრილმანეობამ, დავიღალე გამუდმებული შიშით, დავიღალე მოლოდინით, იმაზე მსჯელობით რაც ისედაც ნათელია, მაგრამ ყველა თავისას "აწვება", ვინ უფრო ორიგინალურად იტყვის სათქმელს..დავიღალე იმით რომ ყველას პრობლემები გაქვთ, დავიღალე ქუჩაში მოწყენილი სახეების ყურებით, მართალია ადრინდელთან შედარებით თბილისი გაფერადდა და ეს კარგია, მაგრამ რა ვქნა, ამ სიჭრელემაც დამღალა...ჩემთვის მინდა ვიყო, ნაცრისფერ ბურუსში გახვეული ყოველგვარი კითხვებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ერთი ჭიქა ყავით ხელში...


P.S

ეს არც ჩანახატია და არც სხვა რამ..უბრალოდ ბოღმა მახრჩობს და რომ არ ვთქვა არ შემიძლია..

7
63
6-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
63
  
2012, 12 აგვისტო, 20:29
აუუ მალადეც რაა ძალიან მომეწონა
2012, 6 აგვისტო, 23:24
+1
2012, 6 აგვისტო, 22:30
madlob shenc aseve ))
2012, 6 აგვისტო, 22:01
წარმატებას გისურვებ..:*
2012, 6 აგვისტო, 19:25
კარგია))) იმედია მეც გამივლის მალე
2012, 6 აგვისტო, 12:59
ჰო..თუმცა ახლა უკვე გამიარა..ყველაფერი კარგადაა..: ))
2012, 6 აგვისტო, 1:19
rom vkitxulobdi ase megona chemi grdznobebi gamoxata vinmem ver carmoidgen rogor mesmis sheni (((((
0 1 7