x
ყველაზე უჩვეულო ქართული ტრადიციები ,რომლებიც გაუგებარია რუსებისთვის
image

როდესაც ეს სტატია წავიკითხე, ბევრ რამეზე მართლა გამეცინა, თურმე რა უკვირთ რუსებს საქართველოში))


1. ყველაფერი ტრიალებს საკვების გარშემო.

ქართველებს უყვართ ჭამა.იქნება ეს დაბადების დღე, ქორწილი ან თუნდაც გასვენება- ყველაფერი დაფუძნებულია საკვებზე.სუფრა, ასე ჰქვია ქართულ გაშლილ მაგიდას, აუცილებელი ნაწილია ნებისმიერი თავყრლობის.საკვები განლაგებულია მაგიდის ცენტრში, თეფშები- განაპირას.



2. ეროვნული დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია.

ქართველებს უყვართ დღესასწაულები და ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ეროვნულ დღესასწაულს გავს.საერთო ჯამში საქართველოში 15-ზე მეტი ეროვნული დღესასწაულია, რომელთაგანაც უმეტესობა ქრისტიანულ რელიგიასთანაა დაკავშირებული.ხანდახან, ეს დღესასწაულები რამდენიმე დღე გრძელდება, რის გამოც ხალხი იღებს დამატებით შვებულებას სამსახურში.


3. ყველას ჰქვია გიორგი, მარიამი, ან ნინო.

ეს სახელები საქართველოში ძალიან პოპულარულია.ასე რომ, თითო ადამიანი იცნობს მინიმუმ 50 გიორგის, 30 ნინოს და 20 მარიამს.


4. ახალდაქორწინებულები ცხოვრობენ სიძის ოჯახთან ერთად.

საქართველო პატრიარქალური ქვეყანაა, სადაც 4-5 კაციანი ოჯახი ერთად ცხოვრობს 2-3 ოთახიან სახლში.ქორწინების მერე, მიღებულია, რომ ოჯახი აგრძელებს ცხოვრებას ქმრის მშობლებთან ერთად. ახლანდელ დროში, ბევრი ახალდაქორწინებული წყვილი ქირაობს ბინას და ცხოვრობს ცალკე, თუმცა, ეს არ არის გავრცელებული.


5. ხალხი გისვამს პირადულ შეკითხვებს.

ბევრ ქართველს აინტერესებს ყველაფერი და გისვამს ძალიან ბევრ პირადულ კითხვას.ეს შეიძლება ეხებოდეს ყველას და ყველაფერს, დაწყებული კონკრეტული ნივთის ფასიდან, დამთავრებული იმით, თუ რატომ არ ხართ ორსულად ერთი თვის ქორწინების თავზე.


6. არ შეაქციოთ ზურგი ადამიანს, როდესაც ზიხართ.

არასოდეს არ შეაქციოთ ზურგი ადამიანს, ვის გვერდითაც ზიხართ-ეს დაუწერელი კანონია და მსგავსი ქმედება აღიქმება უპატივცემულობად.


7. მინერალური წყალი კურნავს ყველაფერს.

საქართველო ცნობილია მინერალური წყლებით.აქ ითვლება, რომ მინერალურ წყალს აქვს სამკურნალო თვისებები.მაგალითად, ბევრი სვამს მინერალურ წყალს ნაბახუსევზე;ზოგიერთები მინერალური წყლით მკურნალობენ გულისრევას და საკვებით მოწამლვასაც კი.



წყარო: https://zen.yandex.ru/media/80sek/samye-neobychnye-gruzinskie-tradicii-kotorye-sovsem-ne-poniatny-russkim-5c64016e553e5800ad210ce2



0
370
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0