x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
არავერბალური კომუნიკაცია

image
სიტყვა „ვერბალური“ ლათინურიდან მოდის და ნიშნავს „სიტყვიერს“. შესაბამისად არავერბალური „უსიტყვოს“, „არამეტყველებითს“ ნიშნავს. მეტყველების უნარი შეადგენს ადამიანის ცხოველებისაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ მიმართავს არავერბალურ კომნუნიკაციას. მეტიც, ალბერტ მეიერაბიანმა დაამტკიცა, რომ ინფორმაციის გადაცემის დროს ვერბალური საშუალებით ( მხოლოდ სიტყვებით ) გადაცემული ინფორმაცია შეადგენს 7 % - ს, ბგერითი საშუალებებით ( ხმის ტონისა და ბგერის ინტონაციის გამოთქმით ) გადაცემული ინფორმაცია - 38 % - ს, არავერბალური გზით გადაცემული ინფორმაცია - 55 % - ს.

კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში ბევრად წინ უსწრებდა ვერბალურს. ენის წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის, ყვირილის და შეხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებდნენ თუ სად იყო ცხოველი, რომლის მონადირებაც შეიძლებოდა, რას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ ან რას განიცდიდნენ თავად - შიოდათ თუ სწყუროდათ.იგივე კანონზომიერება აღინიშნება ადამიანის განვითარების პროცესშიც. ლაპარაკზე ბევრად უფრო ადრე ბავშვი თავის სურვილებსა და წუხილს ტირილის, სიცილის თუ შეხების მეშვეობით გადმოგვცემს.ეს არისუნარი, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება. თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებები. მაგალითად, ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური კომუნიკაციის გაგებას და ასევე მის გამოყენებას. კომუნიკაციის არავერბალური ხერხების ფლობა ძალზე მომგებიანია. მასში გაწაფული ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან, ნაკლებად განიცდიან მარტოობას და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამასთან, როდესაც არავერბალური კომუნიკაცია არ შეესატყვისება ვერბალურს, ე.ი. როდესაც ადამიანი ერთს ამბობს, ხოლო მისი სხეული ან ხმის ტონი საწინააღმდეგოს მეტყველებს, ინფორმაციის მიმღები უპირატესობას არავერბალურ მანიშნებლებს ანიჭებს და ნაკლებად უჯერებს ნათქვამს.

არავერბალური კომუნიკაციის ძირითად ფუნქციას ინფორმაციის, უფრო ხშირად გრძნობების და დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს

არავერბალური კომუნიკაცია გულისხმობს ურთიერთობას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:


1.გარეგნობა

კვლევები მიუთითებენ ურთიერთობების განვითარებისას პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. შთაბეჭდილების ჩამოყალიბება ურთიერთობის პირველივე წამებში ხდება. ადამიანების 90 პროცენტი სხვების შესახებ აზრის ჩამოყალიბებას ურთიერთობის პირველ 4 წუთში ახდენს. პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ ერთხელ ყალიბდება და ის ძირითადად არავერბალურ მანიშნებლებს, განსაკუთრებით კი გარეგნობას ეყრდნობა. სიმაღლე გარეგნობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევები მიუთითებს, რომ მაღალი ადამიანები, საკმაოდ ხშირად, დაბლებზე უფრო წარმატებულნი არიან. სხვების დარწმუნება მათთვის უფრო იოლია და სხვებიც საუბარს მათ უფრო იშვიათად აწყვეტინებენ.

გარეგნობასთან ერთად, ჩაცმაც ძალზე მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისთვის. ის საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან იგი ინფორმაციას შეიცავს პიროვნების შესახებაც და იმ ჯგუფთან კუთვნილებაზეც, რომლის წევრიც არის ან სურს, რომ იყოს. მრავალი ორგანიზაცია, მაგალითად, ბანკები და სამინისტროები, თანამშრომლებისაგან მოითხოვენ მათ მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით ჩაიცვან. ამგვარ დაწესებულებებში თანამშრომლებს, ცხელ ზაფხულის დღეებშიც კი, ორგანიზაციის მიერ დაწესებული წესების მიხედვით აცვიათ.

  • სხეულის ენა
  • მუნჯი კინოს დროს მსახიობი მხოლოდ სხეულის ენის ფლობით ფასობდა. კინოს ვარსკვლავის, ჩარლი ჩაპლინის პოპულარობას განაპირობებდა მისი უნარი სხეულისა და გამომეტყველების მეშვეობით, გამოეხატა ფიქრები, გრძნობები და დამოკიდებულებები. რადიოსა და ტელევიზიის გავრცელებამდე პოლიტიკოსების წარმატებას წერითი სიტყვა განსაზღვრავდა. რადიოს გავრცელებისას მნიშვნელოვანი კარგი მეტყველების, საჯარო გამოსვლების უნარი გახდა. ტელევიზიამ კი, სიტუაცია სრულიად შეცვალა და მნიშვნელოვანი ამჯერად პოლიტიკოსის გარეგნობა და მის მიერ სხეულის ენის ფლობის უნარი აღმოჩნდა.

    სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია: ემბლემები, ილუსტრატორები, გრძნობის მაჩვენებლები, რეგულატორები და ადაპტორები.

    • ემბლემები სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგალითად, თავის დაქნევა „კი“-ს წარმოთქმის ნაცვლად.
    ილუსტრატორები ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მათი მეშვეობით კომუნიკაცია უფრო ცოცხლად მიმდინარეობს,

    • ვერბალური შინაარსი უფრო ნათელი ხდება. მაგალითად, მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისკენ სიტყვის „წავედით“ კვალდაკვალ.

    • გრძნობებისმაჩვენებლებად გამომეტყველების გამოყენება ითვლება. სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.

    • რეგულატორები მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ, დრო და დრო მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რაიმეს გაგება თუ მიგვაჩნია, რომ თემა უკვე
      ამოწურულია.

    • ადაპტორები ჩვეულებრივად ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ეს, როგორც წესი, მიზანმიმართული ქმედებები არ არის. ისინი უფრო ავტომატურად, ხშირად გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ. მაგალითად, ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება ან სასიამოვნო ადამიანის გამოჩენისას მასთან მიახლოება, მოსმენისას ფანქრის ღეჭვა.

    3.გამომეტყველება და თვალის კონტაქტი

    ემოციის გამოხატვა ძირითადად გამომეტყველების მეშვეობით ხდება. კულტურებს შორის განსხვავება დიდია, როგორც გრძნობების გამოხატვის, ასევე მათი ამოცნობისას; თუმცა ძირითადი ემოციების - ბედნიერების, გაკვირვების, შიშის, სიბრაზის, სევდისა და ზიზღის - გამოხატვა და ამოცნობა საყოველთაოა.ამავდროულად, გამომეტყველება და მზერა უფრო ადვილად ექვემდებარება კონტროლს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ამდენად, ადამიანები გამომეტყველებითა და მზერით არა მარტო არსებულ ემოციებს გამოხატავენ. მას ასევე მიმართავენ საზოგადოდ მიღებული ან მათთვის კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო ემოციის გამოსახატავად, თუნდაც მას სინამდვილეში არ გრძნობდნენ.

    მზერით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაა შესაძლებელი. მზერის ხანგრძლივობა, მიმართულება და ხარისხი მის შინაარსს განსაზღვრავს. ყველა კულტურაში არსებობს დაუწერელი ნორმები მზერის ხანგრძლივობის თაობაზე. მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერთ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. ამ ნორმებზე უფრო ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი ზედმეტი ინტერესის გამოხატულებად აღიქმება.

    თვალით კონტაქტი მრავალ ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს. იგი შეიძლება ემსახურებოდეს:

    • მოსაუბრის ყურადღების მიქცევის მცდელობას. ურთიერთობისას ჩვენ თვალებშივ უყურებთ მოსაუბრეს, რათა მივიპყროთ მისიყურადღება.

    • საუბრის რეგულაციას. ჩვენ მზერით ვანიშნებთ მოსაუბრეს, რომ დავასრულეთ სათქმელი და ახლა მისი პასუხის დროა.

    • ურთიერთობის რაგვარობის ხაზგასმას. მზერით ხდება მოსაუბრისადმი დამოკიდებულების, დადებითის ან უარყოფითის მინიშნება, ასევე რომანტიკული დამოკიდებულების გამჟღავნება.

    • აგრესიული დამოკიდებულების გამჟღავნებას. ზედმეტად ხანგრძლივი მზერა ხშირადა გრესიის მანიშნებლად აღიქმება.

    ამრიგად, ადამიანთა ურთიერთობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური გზით.არავერბალურ კომუნიკაციას ადამიანი ვერბალურზე გაცილებით ადრე იყენებდა. მისი საშუალებით ძირითადად გრძნობებისა და დამოკიდებულებების გადაცემა ხდება.

    0
    345
    შეფასება არ არის
    ავტორი:ეთერ ნოზაძე
    ეთერ ნოზაძე
    345
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0