x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ავღანეთის, ჩეჩნეთის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების "მონაწილე მედესანტე" "ქოსატყუილა" აღმოჩნდა მედალ-ორდენებით

image იცნობდეთ ეს "ჯინჯილებიანი" კაცი ალექსანდრე ბობოშკინია, ჩეჩნეთის ორივე ომის, აფხაზეთის ომის და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ოღონდ ეს ყოველივე მხოლოდ მის წარმოდგენაში, რეალურად ეს გაფხორილი და ქონიანი მამაკაცი მხოლოდ მატყუარა არამზადაა, რომელმაც ეს მედლები უბრალოდ იყიდა სხვადასხვა ადგილებში, სადაც ომის მონაწილეები იძულებული არიან სიდუხჭირის გამო გაყიდონ რეალური საბრძოლო დამსახურებისათვის მიღებული მედლები და ორდენები გროშებად.
ამ "ვაჟკაცმა" თურმე გაიარა ცეცხლში და წყალში და ეს მედალ-ორდენები დაიმსახურა გვარდიული სადესანტო-საჰაერო ბრიგადის შემადგენლობაში, სადაც არასდროს არ უმსახურია.

აიღო და ისეთი მედლები მიიკრა მკერდზე, მის მიერ დასახელებულ საბრძოლო მოქმედებებში საერთოდ, რომ არ გაუციათ ვინმეზე.

დრო გადიოდა, გემოვნებაც იხვეწებოდა და ამ "ვაჟკაცის" მკერდზე მედლების რაოდენობაც მატულობდა.

ესეც არაფერი, მალე ამ "გმირის" მკერდზე გამოჩნდა 2 წითელი დროშის ორდენი, მედალი "მამაცობისათვის", თან ორი და მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის".

თან ეს "მედესანტე სპეცრაზმელი" ამით არ დაკმაყოფილდა და გამოაქვეყნა განცხადება, რუსეთის გმირის ვარსკვლავი დამეკარგა და ვინც იპოვის დასაჩუქრდებაო!
გაგიკვირდებათ და ეს კაცი მართლა მსახურობდა ჯარში და მალევე გამოეხმაურნენ კიდეც ივანოვოს აეროდრომის თანამშრომლები, რომლებიც ამ "ჯინჯილებით" მკერდ დაფარულ "მედესანტეს" შეეხმიანნენ: რადისტად მუშაობდი ჩვენთან, საწარმოო ტრავმის გამო 2 წელიწადში მეორე ჯგუფის ინვალიდი წახვედი და ამდენ ადგილზე ომი როდის მოასწარიო?
აი აქ კი ამ "მედესანტის" წარსულით და პიროვნებით უკვე სამართალდამცავები დაინტერესდნენ.
ესეც არაფერი, ამ ბედოვლათმა შვილი, რომელმაც სამშენებლო ნაწილში გაიარა სავალდებულო სამსახური, "მედესანტედ" აქცია და ივანოვოს ტელევიზიის კორესპონდენტსაც "აჭამა".

ახლა ზის თურმე ეს ჩვენი "ამაოხრებელი მედესანტე" და ნიანგის ცრემლებით ტირის, შემეშალა და ამ ერთხელ მაპატიეთო.

0
778
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
778