x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა…" - “მწვანე სკოლის” დირექტორი

image


"მწვანე სკოლის" დირექტორი კახა დავითური გუშინ, 18 დეკემბერს განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, იქ შეკრებილ ჟურნალისტებს არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა, მისი თქმით, გარდაცვლილი მოზარდის მეგობრების სულიერი მდგომარეობა მძიმეა, ვინაიდან ლუკა მათი მეგობარი იყო, სკოლის დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მას წინასწარ რომ სცოდნოდა ყველაფერი ასე თუ დამთავრდებოდა, სკოლა საერთოდ რომ გადაეწვათ, ის პატრულს მაინც არ გამოიძახებდა: "ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამოძიება, ვადასტურებ იმას, რომ მისი კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია", ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით, დირექტორმა განაცხადა, რომ "ისევე როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მიმართულებით, რომ შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოგვეპაროს". "თუ იმას გულისხმობთ, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას "მწვანე სკოლის" დირექტორმა კახა დავითურმა. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.


0
246
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
246