x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტირილსა და ტირილს შორის მაინც მეფიქრება ..... "- ბაია პატარაია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, უფლებადამცველი არსებული ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის მოთხოვნაში ხედავს:"ტირილსა და ტირილს შორის მაინც მეფიქრება გამოსავალზე, რომელიც არ ჩანს. თუ გვინდა ძალადობრივი და მონა სისტემის მორღვევა, საიდანღაც უნდა დავიწყოთ - მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გენერალური პროკურორი. დავიწყოთ პროკურატურის გათავისუფლებით. დაგვანიშნინეთ პროკურორი ხალხს, შეგვარჩევინეთ კანდიდატი სამოქალაქო სექტორიდან. მოვითხოვოთ. არ მივიღებთ და ყველაფერს დაკარგავს ბიძინა!" - დაწერა ბაია პატარაიამ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა, იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.




0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239