ისტორია როგორც ჩანს და ეს სურათებიც ადასტურებს, საბჭოთა კავშირს შეიარაღებაში ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატები 2019, 8 დეკემბერი, 16:19 რუსეთში ძნელი არაა იპოვო მიტოვებული სამხედრო მძიმე ტექნიკა, ბუნებრივია არა საბრძოლო მდგომარეობაში. ასევე მრავლადაა სამხედრო-სატვირთო მანქანების და საინჟინრო ტექნიკის სადგომები, სადაც დროის ქარტეხილების მიერ განადგურებული თუ ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა ძნელია იპოვოთ სამხედრო თვითმფრინავების სადგომები, პოსტამენტებზე მდგარი თვითმფრინავები სათვალავში ჩასაგდები არ არაა, თუმცა რუსმა მაძიებლებმა შესძლეს და იპოვეს საბჭოთა კავშირის პერიოდის დროინდელი საფრენი აპარატები, როგორი უცნაური და გასაკვირიც არ უნდა იყოს, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე. პირველ სურათზეც უპილოტო საფრენი აპარატია "Ла-17Р (РМ)". დავიწყოთ საბჭოთა კავშირში ყველაზე ძველი უპილოტო საფრენი აპარატით "Ла-17Р"-ით, რომელიც ლავოჩკინის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა. მზვერავი-თვითმფრინავი აწარმოებდა ფოტოგადაღებებს და რადიაციული კონტროლის განხორციელებას 400 კილომეტრის მანძილზე. ყურადსაღბია, რომ თვითმფრინავზე დაყენებული აპარატურა საშუალებას იძლეოდა მაქსიმალური 7000 მეტრიანი ჭერიდან 200 კილომეტრით დაშორებული ობიექტები გადაეღო. საფრენი აპარატის ცხვირში მდებარე ხრახნი საჭირო იყო ელექტროგენერატორისათვის რომელიც ამარაგებდა უპილოტო საფრენ აპარატზე დაყენებულ აპარატურას. საყურადღებოა, რომ პირველი უპილოტოები ერთჯერადი იყო და დავალების შესრულების მერე პარაშუტით ეშვებოდნენ დაბლა, ამის მერე იღებდნენ გადაღებულ მონაცემებს უპილოტოდან. "Ту-141 Стриж" მოგვიანებით შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატი «Стриж», რომელიც ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა. თავის დროზე მყარსაწვავიანი ძრავა მოგვიანებით შეცვალეს სხვა ძრავით "ТРД КР-17А", რომლის დახმარებითაც უპილოტო საათში 1110 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა, დაფრენა კი არ შეეძლო და დაბლა პარაშუტით ეშვებოდა. "Ту-143 Рейс" ეს უკვე შედარებით თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატია "Ту-143"-ი, აპარატის გამოყენება გათვლილი იყო ფრონტისპირა ზონაში დაბალ სიმაღლეზე სადაზვერვო და რადიაციული ფონის მონაცემების შესაკრებად. და ბოლოს თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო აღნიშნულ ეგზემპლიარზე. უცნაური შეხედულების აპარატი საფრონტო ფრთოსანი რაკეტაა, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა.
578 4-ს მოსწონს |