x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩემი თაობაც წავა. ვისაც კიდევ ახსოვს, როგორი ბავშვობა გვქონდა სწორედ იმ კომუნისტების დროს, რომელსაც ასე დაცინვით ახსენებენ ხშირად-ირმა ბეგლარიშვილი
image

აშშ-ში მცხოვრები ქართველი პოეტი ირმა ბეგლარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„დღე არ გავა ათამდე ავადმყოფი ბავშვისა, თუ დიდის სურათი არ დაიდოს ფეისბუკზე, სადაც ბანკის
რეკვიზიტებია მითითებული.
უამრავი გაჭირვებული ოჯახი. სიღარიბის ზღვარს გადაცილებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. გადარჩენას ითხოვენ.
ყველას ვერ დაეხმარები ან ყოველთვის ხომ ვერ შესძლებ დახმარებას.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
სოციალიზმის დროს არ იყო გაჭირვებული. საჭმელი მაინც არ უჭირდათ ადამიანებს.
ესაა კაპიტალიზმი. კაპიტალიზმის დროს კი 10% მდიდარია და 90% ღარიბი. იმ 90%-ის ხარჯზეა ის მდიდარი.
ბალანსი არ ირღვევა. დახმარებას ვითხოვთ…
ამ დროს ყველაფერი საკუთრებაა. სავადმყოფოებიც კი. სადაც ბოლოს მაშინ მქონდა შეხება მომაკვდავი დედა რომ ძალით წამოვიყვანე. მაშინ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ასეთი უგულო, ცივი ადამაინები მხოლოდ ფილმებში მყავდა ნანახი.
რატომღაც გვიჭირს შეგუება, იმასთან რომ ესაა კ ა პ ი ტ ა ლ ი ზ მ ი!
ცივი, უგულო… სხვისი ჭირის არაფრად ჩამგდები. მხოლოდ საკუთარი თავზე ზრუნვა.
დიახ!
ეს კაპიტალიზმია.
ალბათ ჩემი თაობაც წავა. ვისაც კიდევ ახსოვს, როგორი ბავშვობა გვქონდა სწორედ იმ კომუნისტების დროს, რომელსაც ასე დაცინვით ახსენებენ ხშირად.
დოკუმენტურ ფილმს ვუყურე. დიქტორი სიამაყით აღნიშნავდა, რომ საქარათველო ყველაზე მდიდარ ქვეყანა იყო თხუთმეტ რესპუბლიკას შორის. ყველაზე მდიდარი…
ახლა?


ყველაზე ღარიბი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის რესპუბლიკებიდან.
სად გაქრა ის სიმდიდრე?
სულ თურქეთში გაიტანეს?
სულ ჯიბეში ჩაილაგეს?
კი, ვიცით.. ჯართად ჩააბარეს. გაძარცვეს ხალხი. ბანკში შეტანილი ფულებით მშრალზე დასვეს და სამაგიეროდ შვილს მოუწყო ცხოვრება საფრანგეთში სულაძაღლებულმა შევარდნაძემ.



ოთხმილიარდზე მეტი დახარჯა ამერიკამ საქართველოშიო:)
დახარჯა თუ გაათეთრა?!
ინვესტიციებიო…
ახლა გამოსავალი ნახა ივანიშვილმა. საზღვარგარეთ დავასაქმოთო. ალბათ დარჩებბიან ნარკომანები, ლოთები და მოხუცები.
ბუნება ვერ იტანს ცარიელ ადგილს და ამ თურქებს, ჩინელებს არაბებს, ირანელებს შეუქმნის სასათბურე პირობებს. ამდენ ეკლესიებს მეჩეთებად გადააკეთებენ ალბათ. რადგან ეკლესიას თუ მლოცველი არ ჰყავს, ის უბრალოდ, ცარიელი შენობაა.


თავის გადასარჩენად წასული ქართველი კი აღარ დაბრუნდება უკან.
სოფიის ტაძარიც ხომ მეჩეთად გადააკეთეს.
ამდენ რამეს აკეთებს ბიძინაო. ხალხო… გაკეთებასა და დაბანდებას შორის განსხვავება არის. თანაც დიდი.


ქვეყანაში აბანდებს ფულს. რომელსაც მერე ათმაგად ამოიღებს.
გული მწყდება. როგორ მეგონა რომ მართლა ქვეყნის გადარჩენა უნდოდა. გული მწყდება.
ოდესღაც ამაყი, მდიდარი ქვეყანა…
ახლა კი, მსოფლიოში დაფანტულები ვართ…და განაჩენ მისჯილივით ვიხდით სასჯელს. იმედიც მოგვიკლა ბოლოს. თუმცა დიდი ხანია ვიცი, რომ ერთი სიმღერის მისამღერია. ნაცებიც და ქოცებიც.

საცოდავ ხალხს კი ფონად იყენებენ.


ალბათ დიდი ხნის წინ დაგვხოცავდნენ კიდეც…რომ არ ვჭირდებოდეთ. ისინი ხომ ჩვენით შოულობენ მილიარდებს. ამიტომ იმ მილიარდს ქართველით თუ თურქით იშოვის აზრი არა აქვს.


კრიმინალიო გაიძახის სააკაშვილზე და თუ კრიმინალი იყო, მაშინ მისი მიღებული კანონები რატომ არ სცნეს ბათილად?
პირიქით…უფრო მოუჭირეს საცოდავ ხალხს. რომელი რუსი არ გჯობიათ თქვენ. როგორ მძულხართ…თქვენც და ნაცებიც.
ჯერ გაუშვეს ის რეატიული გიჟი და ახლა ვითომ მტრებიც არიან.საცოდავი ჩემი ქვეყანა.
ახლა ცირკს აყურებინებთ კიდევ…ნეტავ იმათ, ვისაც კიდევ სჯერა თქვენი.
თუმცა, “ნეტარ არიან მორწმუნენი”- წერს ირმა ბეგლარიშვილი.

image


იხიელეთ მსგავ თემაზე

image

ოფიციალურად საბჭოთა კავშირში 1 აშშ$= 0, 557 კაპიკს უდრიდა, თუმცა ეს უფრო ფორმალური იყო, რადგან შავ ბაზარზე საბჭოთა პერიოდში 1 აშშ$-ს 3 მანეთზე ნაკლებად ვერ შეიძენდით, მიუხედავად ამისა, საბჭოთა მანეთი წლების განმავლობაში საკმაოდ მყარი ვალუტა იყო და ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩეოდა სავალუტო ბირჟაზე. მაინც რისი შეძენა შეიძლებოდა 1 მანეთად საბჭოთა კავში...

აგერ უკვე 25 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და გარშემო მუდამ ისმის რა ცუდი იყო საბჭოთა კავშირი, რა ცუდად ცხოვრობდა ხალხი, მაღაზიებში არაფერი არ იყო, რა ბოროტი ხელმძღვანელობა ჰყავდა ქვეყანას და ა.შ. ეს ყველაფერი ისმის ტელევიზიიდან, რადიოდან თუ პრესიდან და საერთოდ ამ სულისკვეთებით მთლიანად გაჟღენთილია საზოგადოება.თუმცა შინაგანად მთელი ცნობიერება ეწინაა...

ერთ-ერთ ფორუმზე ასეთი შინაარსის კითხვას გადავაწყდი: "რა თქმა უნდა დიდი სიხარულია როდესაც უზარმაზარი იმპერიის კლანჭებიდან დააღწევ თავს და დამოუკიდებელი სახელმწიფო გქვია, მაგრამ.............. ჩვენი წინა თაობის წარმომადგენლებს ყველას ვეკითხები ხოლმე, თუ როგორი ცხოვრებისდონე იყო საბჭოთა კავშირის დროს? და პასუხი ერთია: "მეტი უკეთესი არ შეიძლებოდ...

1) სტანისლავ კურილოვი-გემი "საბჭოთა კავშირი" ასრულებდა 20 დღიან კრუიზს წყნარ ოკეანეში ვლადივოსტოკიდან ეკვატორამდე . გემი არცერთი უცხო ქვეყნის პორტში არ შედიოდა, შესაბამისად, მოგზაურებს არც ვიზის გაფორმება სჭირდებოდათ. ტურისტები სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და მხოლოდ ერთი მამაკაცი, მეცნიერ-ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვი იდგა განც...

ქვემოთ გაეცნობით უნიკალურ ფოტომატიანეს, რომელიც სხვადასხვა პერიოდში არის გადაღებული, ამ ფოტოების ნაწილი ტურისტების, ხოლო ნაწილი ამერიკელი ფოტოგრაფის, ბენ მედისონის(Ben Madison) გადაღებულია 1986 წელს...რაც მთავარია თქვენ გაეცნობით ალბომს, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიცა 1977 წელს სახელწოდებ...

0
233
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0