x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ცნობილი რუსი მხატვრის ნიკას საფრონოვის შვილი ლუკა, საჯდომით "Боинга 737"-ის უნიტაზში გაიჭედა რამაც ბორტზე პანიკა გამოიწვია

image ცნობილი რუსი მხატვრის ნიკას საფრონოვის შვილი ლუკა ზატრავკინი თვითმფრინავით მოსკოვისკენ მოფრინავდა, როცა საჭიროების გამო "Боинг 737"-ის საპირფარეშოში შევიდა.
რამდენიმე წუთში თვითმფრინავის მგზავრებს ლუკას შეწუხებული ხმა შემოესმათ, ის დახმარებას ითხოვდა. ბორტგამცილებელი გოგონები სწრაფად გაეშურნენ საპირფარეშოს მიმართლებით და დაინახეს უნიტაზში საჯდომით გაჭედილი ლუკა, რომელიც იმეორებდა, რომ საპირფარეშოში სიკვდილს არ აპირებდა.
უნდა ითქვას, რომ ლუკა საკმაოზე მეტად მსუქანია. ის საკმაოდ ცნობილი მუსიკოსია და საქვემოქმედო კონცერტიდან მოდიოდა ინციდენტის დროს.
ლუკას შეშინებულმა ხმამ და თვითმფრინავის პერსონალის მიმოსვლამ საპირფარეშოს მიმართულებით, თვითმფრინავის მგზავრებში პანიკა გამოიწვია.
ბორტგამცილებელი გოგონა იძულებული გახდა ეკიპაჟის კაპიტნის თხოვნა გადაეცა რადიოთი, რათა მგზავრებს სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, უსაფრთხოების ქამრები შეეკრათ და ადგილებზე დარჩენილიყვნენ.
როგორც იქნა თვითმფრინავის ტექნიკური პერსონალის და ბორტგამცილებლების დახმარებით ლუკა უნიტაზიდან ამოათრიეს, რამაც მგზავრებში სიცილი გამოიწვია.
ლუკა მხოლოდ, როგორც კარგი მუსიკოსი ისე არაა ცნობილი, ის ცნობილია მისი წონითაც. მისი თქმით ის ორ ცენტრზე ოდნავ მეტს იწონის.
"მამაჩემს ეკითხებიან, ნუთუ ეს სქელო შენი შვილია? მამაც პასუხობს, რომ მე მისი შვილი ვარ, სიმართლეს ვერ დაემალები"-განაცხადა ლუკამ.
image

0
462
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
462