x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რა საშიშროებას გვიქმნის დედამიწაზე 12-ჯერ დიდი მზის სისტემის უცხო ვიზიტორის მოახლოება?

image



21 / ბორისოვის სახელით ცნობილი იდუმალი ვარსკვლავთშორისი ობიექტი სწრაფად უახლოვდება ჩვენს პლანეტას. ექსპერტები, რომლებიც მასზე დაკვირვებებს ატარებენ, აცხადებენ, რომ ეს ობიექტი მხოლოდ მეორე ვარსკვლავთშორისი ობიექტია, რომელიც ჩანს ჩვენს მზის სისტემაში.


ობიექტის პირველი ახლო გეგმა აგვისტოში მიიღეს ექსპერტებმა ჰავაის ობსერვატორიაში. ობიექტ 21/ბორისოვის მოახლოება მოსალოდნელია შემდეგ თვეში. ობიექტი გაივლის დაახლოებით 190 მილიონი მილის დაშორებით ჩვენი ორბიტიდან(დედამიწის მზიდან დაშორებაზე დაახლოებით ორჯერ მეტი).

თავად ობიექტს გრძელი კუდი აქვს, რომელიც ყინულისგან და ნამსხვრევებისაგან შედგება, რომელიც მის მიღმა 100 000 მილის დაშორებით გრძელდება. ეს საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ობიექტის წარმოუდგენელ ზომაზე - ის 12-ჯერ დიდია დედამიწაზე. აი, რას ამბობს პიტერ ვან დოკუმი, იელის უნივერსიტეტის მეცნიერი:



”საშინელებაა იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მცირეა დედამიწა ამ მზის სისტემის უცხო ვიზიტორთან შედარებით”.


21/ბორისოვის ადრეულმა გამოვლენამ მეცნიერებს საშუალება მისცა სრულყოფილად შეესწავლათ ობიექტი.


”ბორისოვის კომეტა საბოლოოდ დატოვებს ჩვენს მზის სისტემას, მაგრამ მანამდე, ყველამ უნდა ვისიამოვნოთ ჩვენი უცხოპლანეტელი მეგობრის საოცარი სილამაზით." - წერს გასულ თვეში კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი, დოქტორი პოლ კალასი.


მიუხედავად, ვარსკვლავური ობიექტის დიდი გამოკვლევისა და ყურადღებისა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორია ბორისოვი. ამ დროისთვის მრავალი მეცნიერი თვლის, რომ ეს არის კომეტა და იმედი გვაქვს, რომ მისი შესწავლა დაგვეხმარება იმ კითხვებზე პასუხების გაცემაზე, თუ როგორ წარმოიქმნება კომეტები ღრმა სივრცეში.


ბორისოვის იდუმალი აღმოჩენა მოხდა იმ მომენტში, როდესაც ნასას ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სატურნის გამოსახულება საპირისპირო მხრიდან სხვადასხვა სპექტრში გადაიღო.

0
366
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0