x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
სასამართლომ ზურაბ წერეთელს სახელმწიფო ხაზინაში 29 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა

image


რუსეთის დედაქალაქის საარბიტრაჟო სასამართლომ მოსკოვის ხელისუფლების სარჩელის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთელს დაეკისროს 29 მილიონი რუბლის გადახდა.(დაახლოებით 453 000 აშშ$)

- ამოიღეთ ინდივიდუალური მეწარმე ზ.კ.წერეთლისგან მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტის სასარგებლოდ ჯარიმა 28, 986, 000 რუბლის ოდენობით-ციტირებს მოსამართლის განჩინებას РИА "Новости"

დავა წარმოიშვა წერეთლის მიერ იჯარით აღებული 26, 900 კვადრატული მეტრი ფართის გამო, რომელიც ავიამოტორნაიას ქუჩაზე მდებაროებს. ხელშეკრულება გაფორმდა 2003 წლის 29 სექტემბერს.

გასულ წელს მოსკოვში ჩატარებულმა კიდევ ერთმა სასამართლომ ზურაბ წერეთლის გადაახდევინა ჯარიმა 530 ათასი რუბლი თვითნებური მშენებლობისათვის.

ცნობილი ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი ზურაბ წერეთელი(დაბ.1934წ.) 1989 წლიდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა რსუეთის სამხატვრო აკადემიას.ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი პირველი ოფიციალური მილიონერი იყო საბჭოთა კავშირში.მისი ნამუშევრები დგას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში და რა თქმა უნდა მშობლიურ საქართველოში-თბილისის შემოსასვლელში „წმინდა ნინოს მონუმენტი", თავისუფლების მოედანზე „წმინდა გიორგი“ და "საქართველოს ისტორია" თბილისის ზღვაზე.



1
494
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
494
  
1 დეკემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1