x
დაკარგული თაობა

image
ორად გაიყო სხვა ქვეყანაში დაბადებული ბავშვის ცხოვრება - წერს, კითხულობს ქართულად, მაგრამ სიყვარული, რომელიც უნდა ჰქონდეს მისი სამშობოლოსი, გრძნობდეს და განიცდიდეს, არა აქვს! მან ხომ არ იცის, სინამდვილეში როგორია მისი სახლი, მისი ეზო. მხოლოდ დედისა და მამის მონათხრობით თუ გააცნობიერებს, რომ სამშობლო, სადაც მისი მშობლები გაიზარდნენ (ისიც ხომ იმ ქვეყნის ნაწილია), ძალიან ლამაზია - ის ერთადერთი და განუმეორებელია. ასე ნელ-ნელა იკარგება ახალი თაობა სხვა ქვეყნებში! მიუხედავად ბევრი მცდელობისა - არ დაივიწყონ სამშობლო, ზოგჯერ ხდება, რომ ისე იზრდებიან ვერ უბრუნდებიან მის ფესვებს. მიზეზი კი უამრავია. სკოლაში მიიყვანა დედამ ლიკა, დასვა მაგიდასთან და თვითონ გარეთ საკლასო ოთახის კართან დაელოდა. ბავშვები ხმაურობენ, ლიკა ჩუმად ზის, გაფაციცებით შესცქერის მის თანატოლებს და ფიქრობს: - მე რომ სხვა ქვეყნის შვილი ვარ, ვაი თუ, არ მიმიღონ მეგობრადო?! თუმცა ახსოვს, ბაღში ჰყავდა მეგობრები, რომლებიც მასავით ქართველები არ იყვნენ! გვერდით მაგიდიდან ლამაზი, ცისფერ თვალება გოგონა შესცქერის ლიკას, რომელიც თითქოს კითხულობს მის თვალებში ჩამდგარ დიდი სევდას. ვერ მოითმინა ახლოს მივიდა და ჰკითხა: - საიდან ხარ? -მე საქართველოდან ვარ, ქართველი - უპასუხა ლიკამ. - ჩემი სახელია დანაი. გაუღიმა და მის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა ცისფერ თვალება გოგონა ისე, რომ სხვა არაფერი უთქვამს ლიკასთვის. პირველ დღეს ისე დასრულდა გაკვეთილები, რომ ლიკა ადგილიდან არ დაძრულა - იჯდა და უცქეროდა თანატოლებს. რამდენჯერმე მიირბინა დანაიმ, სთხოვა ეთამაშა, მაგრამ იუარა. როცა გაკვეთილების შემდეგ დედასთან ერთად სახლში დაბრუნდა, მაშინვე დაუკავშირდა ინტერნეტით ბებოს, საქართველოში და მოუყვა სკოლის პირველი დღე. ბებო ცრემლიანი თვალებით უცქეროდა გაყინული ეკრანიდან. მხოლოდ ასე, ინტერნეტით ტკბებოდა ლიკას ცქერით. უსმენდა ბებო და მკერდში, პატარა საღამური პერანგი ჩაეუხუტა, რომელიც ლიკას მშობლებმა გაუგზავნეს. თითქმის დაკარგვოდა უკვე ლიკას სურნელება საღამურს, მაგრამ ბებო მაინც არ იცილებდა - ღამითაც სასთუმალს ქვეშ ამოიდებდა და ისე იძინებდა. ლიკა მთელი სხაპასხუპით ჰყვებოდა სკოლის პირველი დღის შთაბეჭდილებებს, მან სათითაოდ ყველა ბავშვი დაახასიათა, დანაის ჯერი რომ დადგა, აუციმციმდა თვალები და ბებოს უთხრა, რომ დანაი ჯგუფში ყველაზე მაგარი გოგო იყო! მიდოდიდა დღეები, ლიკა ნელ-ნელა შეეჩვია სკოლას და მეგობრებს, დანაი მისი უახლოესი მეგობარი გახდა. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ. დანაი ცდილობდა, სხვა ქვეყნდან ჩამოსულ ლიკას უცხოდ არ ეგრძნო თავი, ხშირად საუბრობდნენ საკუთარ ქვეყანაზე - ლიკას რაც მშობლებისგან ჰქონდა განაგონი და ბებია-ბაბუისგან, იმას უყვებოდა დანაის. დანაი კი, ამ ქვეყნის შვილი იყო და ფანტაზიები არ სჭირდებოდა, ასე აცნობდა ორი სხვადასხვა ქვეყნის შვილი ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების ისტორიას. ორივე მეგობარი ცდილობდა რაც შეიძლება, კარგად დაეხასიათებინათ თავიანთი სამშობლო. ლიკას თანდათან სამშობლო ენატრებოდა. მართალია, ეს ჯერ კიდე გაუთვითცნობიერებელი მონატრება იყო, მაგრამ მას ხომ, ასე შორიდან უყვარდა მისი ქვეყნა და იმედს იტოვებდა, რომ ერთ დღესაც ჩავიდოდა საქართველოში. იგი ხშირად უწილადებდა დანაის ბებიის მიერ გამოგზავნილ ტკბილეულს და ჩურჩხელებს. გავიდა დრო... ერთ მშვენიერ დღეს თვრამეტი წლის დანაი და ლიკა უკვე თბილისის აეროპორტში ტკბებოდნენ საქართველოს ჰაერით. ლიკას ბებია, ბაბუა სიხარულით შეხვდა ჯერ არ ნახულ შვილიშვილს, უკვე გაზრდილს და დაქალებულს - სიხარულის ცრემლები სცვიოდათ მოხუცებს. თარჯიმნობა ლიკამ ითავა და თავის ახლობლებთან ერთად დანაის დაათვალიერებინა საქართველო - თვითონაც აღფრთოვანებული იყო და სტუმარიც! ლიკამ ხომ, აქამდე მხოლოდ გადმოცემით იცოდა თუ როგორი იყო საკუთარი სამშობლო. სიამაყით ივსებოდა მეგობრის წინაშე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყნიდან იყო მისი ფესვები. საინტერესო გამოდგა ლიკას და დანაის სტუმრობა საქართველოში. საკუთარ ქვეყანაში, დაბრუნებული დანაი მეგობრებს უყვებოდა, თუ როგორი კარგი იყო საქართველო, თუ როგორი კარგი, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობდა იქ. ლიკამ უცხო და თან უკვე მეორე სამშობლოში ოჯახი შექმნა და იქ გააგრძელა ცხოვრება, თავის სამშობლოს, საქართველოს კი მხოლოდ ზაფხულობით სტუმრობდა ოჯახთან ერთად.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო! გეპატიჟებით დიდი სიყვარულით. ამა წლის 1 დეკემბერს, კვირას 13.30 საათზე. განათლებისა და კულტურის ცენტრი "კავკასია"-ში გაიმართება სოფო იმერელის წიგნის - "გოგონა აფხაზეთიდან" წარდგინება. მის: პატისიონის 81. ("ვიქტორიის" მოედანთან) (დასწრება თავისუფალია)

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0