x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ისლამური ხალიფატის მებრძოლებმა "Т-55"-ი "შაჰიდ-ტანკად" აქციეს

image ბრძოლაში ნებისმიერი იარაღი თუ ტექნიკა მისაღები და გამოსადეგი რომაა ცნობილი ფაქტია, თუმცა როცა საქმე ტერორისტულ ორგანიზაციას ეხება ეს უკვე საშინელება ხდება.
ისლამური ხალიფატის მებრძოლებმა ბრძოლაში საბჭოთა წარმოების ტანკი "Т-55"-ი ჩაიგდეს ხელში, ტანკს დაზიანებული კოშკურა ლულასთან ერთად მოხსნეს და ტანკი "შაჰიდ-ტანკად" გადააკეთეს, დაუყენეს რა მას დაცვის დამატებითი ელემენტები და ყუმბარმტყორცნის რეაქტიული ჭავლისაგან დამცავი ცხაურებიც, რათა "შაჰიდ-ტანკს" შესძლებოდა აუფეთქებლად მიეღწია დასახულ ობიექტამდე, სადაც ტანკის ეკიპაჟი ტანკთან ერთად თავსაც აიფეთქებდა.
თავად ტერორისტებმა გაავრცელეს ტანკის სურათები, რომელიც დიდი ინოვაციურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ცუდი საქმის გაკეთების უნარი ნამდვილად შესწევს.

თუმცა სხვა წყაროს მტკიცებით ტექნიკა "ალ ნუსრას" დაჯგუფებას ეკუთვნის.
image

0
467
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
467