x
image
alex999
Mediator image
როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის?

ვერძი - არის ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით პირველი ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში. დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება დაახლოებით 20 (ან 21) მარტიდან 20 აპრილამდე. ვერძის ზოდიაქო განსხვავდება ვერძის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 19 აპრილიდან 13 მაისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ვერძის მმართველი პლანეტაა — მარსი. ვერძის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — მზე, „დაცემულია“ — სატურნი, „გამოძევებულია“ — ვენერა. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ვერძის ძირითადი მინერალია: იასპი. მას ასევე შეესაბამება: ალმასი, ალმანდინი, ონიქსი, ტოპაზი, ქარვა, ძოწი. სტიქიით ცეცხლია.


image



როგორი იქნება 2020 წელი ვერძებისთვის?


♈ ვერძებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წელიწადი იქნება. ბევრი მათგანი ახალ ცვლილებებს შეიტანს თავის ცხოვრებაში. ამ წელს ბევრი მოთმენა გმართებთ!


♈ ნუ შეუშინდებით ნურაფერს, თქვენ ცეცხლოვანი მარსი გფარველობთ! წლის დასაწყისში სირთულეებთან გექნებათ ჭიდილი, თუმცა წარმატება თქვენს მხარესაა!


♈ 2020 წლის გაზაფხული მთლად თქვენს სასიკეთოდ არ იქნება, თუმცა ბევრი გამოცდილება დაგემატებათ! უფრო უკეთესად გაიცნობთ თქვენს გარშემომყოფებსაც.


♈ ზაფხულის თვეებში ცოტას ამოისუნთქებთ, მაგრამ ბოლომდე არხეინადაც ვერ იქნებით. აუცილებელია დასვენება, იმოგზაურეთ ქალაქგარეთ ან კიდევ საზღვარგარეთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი სასიყვარულო თავგადასავალი გეწვიოთ, თუმცა ურანი გაფრთხილებთ, რომ ბევრი არ გარსიკოთ!



♈ წლის მეორე ნახევარში ნაადრევ გადაწყვეტილებებს თავი მოარიდეთ. უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ და ყურადღება მაქსიმალურად უნდა მოიკრიბოთ.



♈ ეცადეთ, რომ იმუშაოთ გუნდურად. აუცილებლად დაგჭირდებათ მეგობრების მხარდაჭერა, რთული საქმეების მოგვარებას დამოუკიდებლად ნუ ეცდებით.



♈ 2020 ის მიწურულს სირთულეების წინააღმდეგ აღმოჩნდებით, რადგან სატურნი ქალწულს აიყვანს მფარველობის ქვეშ. ამ პერიოდში სიტუაცია მაქსიმალურად გაანაეიტრალეთ.



image



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ფოტოგრაფმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელებს გადაუღო, შემდეგ კი ფოტოები ერთმანეთს შეადარა...

image





53 წლის შემდეგ პირველად... ბუნების ძალამ ვენეციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა!


image





ცოლ-ქმარმა იშვილა 6 წლის გოგონა, რომელიც სინამდვილეში 22 წლის "მანიაკი" აღმოჩნდა!

image





როგორია იყო ნამდვილი მშობელი - სახალისო და ამავდროულად ემოციური ფოტოები

image





როდესაც სიყვარულით ცხოვრობთ - აღმოაჩინეთ საკუთარი თავი ამ ილუსტრაციებში

image





3
871
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
871
  
2019, 1 დეკემბერი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 ნოემბერი, 21:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 28 ნოემბერი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3