x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
3 ზოდიაქო, რომლისთვისაც თებერვალი იქნება წარუმატებელი - გაიგე, ხარ თუ არა სიაში!
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image



ბევრს, ალბათ დღემდე არ სჯერა სავსე მთვარისა თუ მზის დაბნელების გავლენები და ამით გამოწვეული ნეგატიური პერიოდი; ზოგს კი პირიქით, მიაჩნიათ, რომ არაფერზე არ ახდენს ეს პერიოდი უარყოფით გავლენას. არ ვიცი რისი გავლენაა თებერვალში, მაგრამ ამ 3 ზოდიაქოს ნიშანს, ნამდვილად არ გაუმართლებს.





1. კირჩხიბი - თუ თქვენ ხართ კირჩხიბი, ესეიგი ხართ ის პიროვნება, რომლის გულის გატეხვა ძალზედ მარტივია. თებერვალში თქვენ შეხვდებით გარკვეულ სირთულეებს, თუმცა, გახსოვდეთ, რომ უარესიც არსებობს და არ ღირს ამის გამო დეპრესიაში ჩავარდნა.



2. მორიელი - მორიელის ზოდიაქო, ერთგვარი "მარტოხელა მგელია", არის დამოუკიდებელი და თავისუფლების მოყვარული. თებერვალი იმოქმედებს თქვენს განწყობაზე, რაც გააფუჭებს ურთიერთობას ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან, ამიტომ აუხსენით მათ, რომ მოგერიდოთ.



3. თევზები - თებერვალი არ არის ის თვე თევზებისთვის, რომელიც მათ გეგმებს განახორციელებს, პირიქით, დროა გადგეთ ყველაფრისგან და დაიმალოთ ფარდის მიღმა. ცვლილებები შეეხება განწყობასაც, თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.




1
428
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
428
  
2019, 23 ნოემბერი, 15:05
თებერვალში დიდი ალბათობით საქართველოდან და ოჯახიდან შორს ვიქნები, არაფერი ემუქრებათ :)
0 1 1