x
image
რუსო ჩარექიშვილი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებისთვისაც 2020 წელი ბედნიერების მომტანი იქნება
image

რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ახალ 2020 წლის მოსვლას. ახალი წლის მოახლოვება კი დღითიდღე გვავსებს იმედებით, სიახარულით, სიახლეებისა და ძველის შეცვლის იმედებით.

ალბათ ყველას გვაინტერესებს რას გვიმზადებს დამდეგი 2020 წელი. მოცემულ სტატიაში გთავაზობთ 4 ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, რომლებსაც ახალი წლის დადგომასთან ერთად უამრავი სიახლე, წინსვლა, წარმატება, ბედნიერება... ელოდებათ.

1. მორიელი: მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამდეგი 2020 წელი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი ცვლილების მომტანი იქნება. მორიელების ცხოვრებაში დადგება აღმავლობის, წარმატების, კარიერული წინსვლისა და საკუთარ თავში ახალი ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის წელი. ახალი წლის დადგომასთა ერთად, ისინი ახალი, უზღვავი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ. მათ ცხოვრებაში დადგება -"საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის" პერიოდი, მთავარია ცხოვრებისგან მოცემული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვან და სწორად გამოიყენონ. ასე რომ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით და თითოეული შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.image



2. თხის რქა: რა შეიძლება ვთქვათ მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებზე? მათ ხომ უამრავი ცვლილებები ელოდებათ, 2020 წელი მათთვის გამოცდილების, გამძლეობის, ცოდნის დაგროვების პერიოდია. მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს 2020 წელს გაუმართლებთ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერის კუთხით, წინსვლის და აღმავლობის ხანა დაიწყება მათ ცხოვრებაში. მათ ირგვლივ გამოჩნდება უამრავი ახალი სახე, რომლებიც გადამწყვეთ როლს ითამაშებენ მათ წინსვლაში. ახალი მეგობრები, ახალი ურთიერთობები, ახალი ინტერესები მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის უკეთესობისაკენ.image

3. ტყუპები: ტყუპებისთვის 2020 წლის პირველივე დღიდან დაიწყება ცვლილებები. მისთვის მოცემული წელი იქნება წინსვლის, წარმატების, ბედნიერების მომტანი. მას განსაკუთრებით დიდი ყურადღების გამოჩენა მოუწევს, რადგან არ დაკარგოს შანსი, რომელიც მის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის, ის განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს პროფესიული კუთხით. 2020 წელი მისთვის კარიერული აღმავლობის პერიოდია. ახალი წლის დადგომასთან ერთად მათ ცხოვრებაში უდიდეს ადგილს დაიკავებს ოპტიმიზმი, ასე რომ მოწყენის, ცუდ ხასიათზე ყოფნის დრო აღარაა, დროა მხოლოდ დადებითზე ვიფიქროთ.image

4. ლომი: 2020 წელი ლომებისთვის ახალი შესაძლებლობების მომტანი იქნება. ცხოვრება მათ მისცემს შანსს წაიწიონ წინ კარიერული კუთხით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქაც ისევე როგორც სხვა ყველაფერში მათ უამრავი კონკურენტი გამოუჩნდებათ, სწორედ ამიტომ ისინი ყურადღებით და მობილიზებულები უნდა იყვნენ, რათა ცხოვრებისგან მოცემული შანსი ხელიდან არ გაუშვან.ლომების ცხოვრებაში 2020 წელს გამოჩნდება უამრვი ახალი სახე, ხშირად დადგებიან ცდუნების წინაშე, სწორედ ამიტომ ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან საკუთარ ოჯახს ზიანი არ მიაყენონ. ასე, რომ ლომებისთვის იწყება თავგადასავლების, სიახლეების, წინსვლის წელიწადი. ამასთან ერთად მათ ეძლევათ არაჩვეულებრივი შანსი ოჯახის შესაქმნელად.image




0
6446
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
6446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0