საზოგადოება როგორი იქნება თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რაშიც კალაძე 300 ათას ევროს გადაიხდის 2019, 10 ნოემბერი, 21:27 თბილისის მერია 2020 წლის დადგომას გრანდიოზული სანახაობებით შეხვდება. თბილსის მერი კახა კალაძე მხოლოდ ნაძვის ხის შესაძენად მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. სწორედ 305 ათას ევროს შეადგენს ნაძვის ხის ღირებულება, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს თბილისში განათდება. ცალკე თანხაა გათვალისწინებული ბიუჯეტიდან საახალწლო განათებებისთვის, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტის გახარჯვა იგეგმება. მერიაში ამბობენ, რომ 2020 წლის ნაძვის ხე და განათებები საოცარი იქნება თითოეული თბილისელისა და დედაქალაქის სტუმრისათვის. მასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ამ დროისთვის სიურპრიზად რჩება. მერიის წარმომადგენლები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საახალწლოდ მორთული დედაქალაქი და მთავარი ნაძვის ხე 2020 წლისთვის დაუვიწყარი იქნება. 80 1-ს მოსწონს
|