x
image
ნინო ნინო
თვითმმართველობის ფუნქცია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში
თვითმმართველობის ინსტიტუტს არსებობის საკმაოდ დიდი ისტორიოა გააჩნია ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში და ეს ფაქტია, თუმცა სტუდენტებისთვის საკამათო და გაუგებარი მათი რეალური ფუნქცია და დანიშნულებაა.

მართლაც და რას წარმოადგენენ ისინი? რატომ განკარგავენ უნივერსიტეტის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს და რამდენად მიზნობრივად იყენებენ მას? ასე ფორმულირდება ძირითადი საკითხი, როცა საქმე ამ ინსტიტუციას შეეხება და მისი ფუნქციონირებით კმაყოფილ სტუდენტს იშვიათად თუ შეხვდებით. სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილის მოტივაცია, როცა ისინი თვითმმართველობის საჭიროებას სკეფსისით ეკიდებიან, მკაფიო და გასაგებია.

სტუდენტების აზრით, თვითმმართველობა ბიუჯეტს ირაციონალურად ფლანგავს და მისი ფუნქცია შორს ვერ სცდება შიგადაშიგ ექსკურსიების და ივენთების ორგანიზებას, სამაგიეროდ აშკარად ხდის პრივილეგირებულს წევრ სტუდენტს შიდა საუნივერსიტეტო გარემოში.

ფარულ დაპირისპირება თვითმმართველობასა და სტუდენტებს შორის იმ ირონიაშიც იგრძნობა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, თუმცა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ამას წინათ ღიადაც დაუპირისპირდა და საპროტესტო აქცია გამართა მისი თვითნებობის წინააღმდეგ.


ერთია ის ფაქტი, რომ თვითმმართველობათა დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს ან არ ცდილობს მოახერხოს თავისი ფუნქციის შესრულება და უფრო ნაყოფიერად მუშაობა და მეორეა მისი წევრების მხილება ბიუროკრატიულ გულგრილობასა და ცინიზმში.

აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება დავაყენოთ თვითმმართველობის რელევანტობის საკითხი. რა რეალურ როლს თამაშობს იგი მის ფუნქციონირებაში ან რას უფრო უწყობს ხელს, პასუხისმგებლიანი კადრის მომზადებას თუ ბიუროკრატიულად გახრწნილი, გაზულუქებული ჩინოსნის ფორმირებას.

ამდენად, უმჯობესია თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებაში ფულის გაფლანგვას მისი არსებობის რელევანტურობა ან მისი ფუნქციონირების საკითხი გადაისინჯოს.image

1
51
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
51
  
0 1 1