x
image
მაკა ნიკვაშვილი
გოგონები სავარჯიშოდ დახატულ კოსტიუმებში მივიდნენ, რეაქცია შოკისმომგვრელი იყო

image


ქალის თანამედროვე სპორტული ტანსაცმელი როგორც წესი სხეულზე საკმაოდ მჭიდროდ მომდგარია, და რა მოხდება, თუკი ნამდვილ ტოპსა და ე.წ "ლეგინსებს" ჩაცმის ნაცვლად სხეულზე მივიხატავთ?


image


სწორედ ასეთ პროვოკაციულ ექსპერიმენტზე გადაწყვიტეს წასვლა ამერიკელმა სარა რეილმა და მარია ლუჩოტიმ. სამოსიდან გოგონებმა სხეულზე მხოლოდ საცვალი დაიტოვეს, დანარჩენი "კოსტიუმით" კი ისინი ბოდი - არტის ოსტატმა, საგანგებოდ "შემოსა". უნდა აღინიშნოს, რომ სპორტული ტანსაცმელი მართლაც რომ რეალურის იდენტური გამოვიდა. მხატვარმა ზედმიწევნით არა მხოლოდ კოსტიუმის თითოეული დეტალი ასახა, არამედ ქსოვილის სტრუქტურაც კი, ერთი ერთში გადმოსცა.


imageimageimage


ამის შემდეგ, ონავარი მეგობრები უკვე სპორტ დარბაზში გაემართნენ. რაც ყველაზე გასაკვირია, პროვოკატორების ეს ხრიკი ვერც გამოცდილმა ფიტნეს ინსტრუქტორმა და ვერც იქ, შეკრებილმა სხვა მამაკაცებმა შენიშნეს. გოგონების მკვრივსა და მოხდენილ სხეულზე არც ერთმა ზედმეტმა ნაკეცმა ისინი მათ სახალისო წამოწყებაში არ გასცა. მიზეზი კი, სავარაუდოდ ორივე მათგანის ფიტნესისადმი უსაზღვრო სიყვარულშია.


imageimageimage


მეგობრებმა მხოლოდ ერთი რამ ვერ გათვალეს - ოფლის შედეგად მათ "კოსტიუმებზე" წვეთები გაჩნდა, რის გამოც მათ თავის შეფარება სასწრაფოდ გასახდელში მოუწიათ. თუმცა, პროვოკატორებმა შესანიშნავად იხალისეს და ფაქტია, რომ მათმა უჩვეულო ექსპერიმენტმაც გაამართლა.



imageimageimage




0
357
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
357