საქართველო "ცხინვალთან პოლიციამ ცეცხლი გახსნა"- დე ფაქტო რეჟიმი ახალ ბრალდებას ავრცელებს 2019, 7 ნოემბერი, 12:55 ცხინვალის რეჟიმის მტკიცებით, ქართულმა მხარემ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი გახსნა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს ინფორმაციით, ორი დღის წინ, 18:00 საათზე, ხაშურის რაიონის სოფელ კობთან მყოფმა ქართული პოლიციის დამატებითმა ძალებმა, ე.წ. საზღვრის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-15 გასროლა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "რესი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გასროლას მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება არ მოჰყოლია. ცხინვალის КГБ სოფელ წნელისთან დაძაბულობის დეესკალაციის საფრთხეს ხედავს და ერთადერთ უალტერნატივო გზად "საზღვრისპირა" რაიონში ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმებას მიიჩნევს. აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოეხმაურნენ. უწყება არ ადასტურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და მას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ. 169 1-ს მოსწონს
|