x
image
მაია 24
5 რჩევა ქალს პრაქტიკული მამაკაცისგან, რომელსაც გლამურულ ჟურნალებში ვერ ამოიკითხავთ
image


საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა სახის დისკუსიებს ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებ. აი, მაგალითად, ჩემი რედაქტორი საიდუმლოდ მწერს, რომ ჟურნალისტები - ლესია რიაბცევა და ერიკა ევერი გაშიშვლდნენ და ეს ნამდვილი ბომბის აფეთქება აღმოჩნდა: ზოგი მათ აკრიტიკებს, დანარჩენბი კი იწონებენ.


ოჰო, გავიფიქრე მე, 2015 წელია და ქალებმა გაიხადეს, წარმოგიდგენია?! ორივე ლამაზია, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ… ჩემი ცოლი კი ამ "ინტელექტუალური" განხილვების პიკზე მიყვება, რომ მთელი მისი ოფისი ეკატერინა ვარნავას გამო ღელავს, რომელსაც ახალგაზრდა საყვარელმა მამაკაცთან უღალატა. ვარნავა იმ საბედისწერო ქალთა რიცხვს მიკუთვნება, რომლებსაც ვერასდროს ტოვებენ.


რას ვიზამთ, კარგი გაკვეთილი იქნება მისთვის: ტოვებენ განურჩევლად ყველას, აქ გარანტიები არ არსებობს, კიდევ სცადეთ… ამის ცოდნა თანამედროვე რთულ ეპოქაში ქალბატონებს ნამდვილად გამოადგებათ.


image


ამასობაში, ორ ცეცხლს შუა გახიდული რიგითი ქალები დამალულები არიან და კითხულობენ ათასგვარ სტატიებს, პოსტებს, რჩევებს, როგორ შეინარჩუნონ სილამაზე ზამთარში. მამაკაცებისთვის გაუგებარია, რომ ქალბატონებს საშინელი ამბები ემართებათ ზამთრის ცივ დღეებში. თმა, ფრჩხილები, კანი, მუქი ლაქები თვალებქვეშ, ჭარბი წონა, სიცივე – ზამთარში ქალებს ძალიან უჭირთ და ცდილობენ როგორმე ფორმა არ დაკარგონ. თუმცა ეს ყველას ყოველთვის არ გამოსდის…


"სილამაზის ინდუსტრიის" ბრძოლას კი ბოლო არ უჩანს, ის გთავაზობთ ყველაფერს: ნიღბებიდან დაწყებული, ინექციით დამთავრებული (ამ სამწუხარო და თვითმოტყუებაზე დაფუძნებულ პრაქტიკას, დაე, მალე მოეღოს ბოლო), რათა ფორმა არ დაკარგოთ. კომპანიას, რომელსაც ცუდი წლიური მაჩვენებლები აქვს, სასწრაფოდ სჭირდება პროდუქციის გასაღება, ამიტომ დღეს რეკლამა ურცხვად აგრესიულია. თითქოს თუ ამ ხელის კრემს არ შეიძენთ, ღვიძლის ციროზით გარდაიცვლებით.


მე გასაყიდი არფერი მაქვს, ამიტომ ჩემი რჩევები კეთილი და უფასოა...


image


მაშ ასე, 5 რჩევა სილამაზის შესახებ - მათ გლამურულ ჟურნალებში ვერ ამოიკითხავთ:


პირველ ყოვლისა, დაივიწყეთ, რომ 40 წლის ასაკში შეიძლება 30 წლის ქალივით გამოიყურებოდეთ – ეს სამომხმარებლო მითია, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ გულუბრყვილო ბრიყვებს რაც შეიძლება მეტი ფული გამოსძალონ. სიმართლეა, რომ 20 წლის ასაკში შეიძლება 40 წლის ქალივით გამოყურებოდეთ, ყველაფერი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, თუმცა პირიქით ეს არ მუშაობს.


იცხოვრეთ 40 წლის ქალის ცხოვრებით და შეეშვით სტუდენტი გოგონას როლის თამაშს. გვინახავს და გვახსოვს სტუდენტი გოგონები, ისინი სუნთქვითაც კი სხვაგვარად სუნთქავენ, ამის თამაში შუძლებელია. ტყუილი (საკუთარი თავის მოტუებაც კი) ყოველთვის საცოდავად გამოყურება.


მეორე – შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, რომ მეგაპოლისში შესაძლებელია ჯანმრთელობის შენარჩუნება, ყოველთვის გექნებათ ვიტამინების, მზის სინათლისა და სუფთა ჰაერის დეფიციტი. თუ ტაიგაში გადასახლებას არ აპირებთ, შეურიგდით ამ ფაქტს და აუცილებლად გაითვალისწინეთ. ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ ღირს, ასევე არ ღირს რჩევების გათვალისწინება იმასთან დაკავშირებით, რომ სკაროსის (თევზი) ლაყუჩებზე დამზადებული მაზი გაგაჯანსაღებთ. ვიდრე მაზის საყიდლად მიდიხართ, იმდენი მავნე ნივთიერების ჩასუნთქვას მოასწრებთ, რომ სკაროსიც აღარ გიშველით. ასე რომ, მოდუნდით.


მესამე – ჩაანაცვლეთ ფიტნესი სექსით, ეს მუშაობს! ამაზე ბევრს არაფერს დავწერ, ყველაფერი ისედაც გასაგებია. სექსი იოგაზეც უკეთესია, ვარჯიშზეც და ტორტის ერთ ნაჭერზეც. მხოლოდ დიფერენციალური განტოლებაა სექსზე უკეთესი, თუმცა ეს უფრო რთული გზაა, ასე რომ, მარტივი გზით იარეთ.


image


მეოთხე – მოადუნეთ სახის კუნთები. უსიამოვნოა თქვენი სამარხვო სახეების ცქერა, მაშინაც კი, თუ მაკიაჟი ყველა წესის დაცვით გავქთ გაკეთებული. გაიღიმეთ. თუ რომელიმე ჟურნალში ამოიკითხეთ, რომ „იდუმალი“, „რთული“ და „საიდუმლოებებით მოცული“ უნდა იყოთ, ამოიგდეთ თავიდან: ასი წელი არავის აინტერებს „რთული“, ჩვენ თვითონაც არ ვართ მარტივები და თქვენი „ეშაკობანი“ მომქანცველია, მართლა..


და ბოლოს მეხუთე – ათასი სისულელის ყიდვის ნაცვლად, დაზოგეთ ფული და ამ ფულით ბავშვთა თავშესაფრითვის პამპერსები შეიძინეთ, საჭმელი უსახლკაროებისთვის, ტელევიზორი დიდი ხნის დავიწყებული ბებოსთვის ან კაბა დედისთვის.


შეეცადეთ ამ ცივ შემოდგომაზე თუნდაც ერთხელ გულწრფელად გაახაროთ ვინმე, ქვენა აზრების გარეშე. უბრალოდ ადექით და გააკეთეთ სიკეთე: მოხალისედ მიდით ბავშვთა სახლში და იქ მომუშავე გოგონებს რამე ნამცხვრის გამოცხობა ასწავლეთ.


როდესაც იქ ყველა თქვენ გაგიღიმებთ, ამ პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ქალი იქნებით და ეს გაზაფხულამდე გეყოფათ…


(с) დიმიტრი ოდინცოვი, მათემატიკოსი


ასევე ნახეთ:


"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


ის, რაზეც არ საუბრობენ - რაშია ქალური ენერგიის დამანგრეველი ძალა


როგორ გოგონას ეძებენ თანამედროვე ბიჭები - ტომ ჰარდის გულწრფელი პასუხი


როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი


შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

1
1082
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1082
  
9 ნოემბერი, 0:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1