x
მეტი
  • 23.11.2019
  • სტატია:96790
  • ვიდეო:343779
  • სურათი:458685
"უამრავი ჭორია მოსალოდნელი ამ პერიოდში" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 20 ნოემბრამდე
image


31 ოქ­ტომ­ბრი­დან 20 ნო­ემ­ბრამ­დე კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა, მერ­კუ­რი ე.წ. რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­შია. ამ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვი­ზი­ა­რებს:


"მერ­კუ­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, კონ­ტაქ­ტებ­ზე, აზ­როვ­ნე­ბა­ზე, მე­ტყვე­ლე­ბა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე, სა­ბუ­თებ­ზე, მგზავ­რო­ბა­ზე, სწავ­ლა­ზე, ვაჭ­რო­ბა­სა და ნა­თე­სა­ურ კავ­ში­რებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამ თე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. ამი­ტომ, თუ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაქვთ და­გეგ­მი­ლი ახლო მო­მა­ვალ­ში, სჯობს გა­და­დოთ 20 ნო­ემ­ბრამ­დე.


ყვე­ლა­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ ბუ­ღალ­ტრებს, მწერ­ლებს, მთარ­გმნე­ლებს, ასე­ვე ყვე­ლას, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქა­ღალ­დებ­თან და ციფ­რებ­თან, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბას­თან.



ამ პე­რი­ოდ­ში შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, არას­წო­რი აღ­ქმი­სა და გად­მო­ცე­მის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა.


ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ ჟურ­ნა­ლის­ტებს, პრე­სას, რა­დი­ოს, ტე­ლე­ვი­ზი­ას!


რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დე­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა - ესეც ამ რეტ­რო­პე­რი­ო­დის მო­ახ­ლო­ე­ბის პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა, ვი­ნა­ი­დან მერ­კუ­რი, რეტ­როგ­რა­დულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­დას­ვლამ­დე ანე­ლებს სვლას და ე.წ. სტა­ცი­ო­ნა­ლურ პო­ზი­ცი­ა­ში გა­და­დის, რა დრო­საც ხში­რია მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, თან, მო­რი­ე­ლის ზონა, სა­დაც ახლა ვართ - სწო­რედ რომ უსაფრ­თხო­ე­ბას გა­ნა­გებს.


გა­და­ა­მოწ­მეთ თქვენს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. კარ­გად დარ­წმუნ­დით, რომ სწო­რად გა­ი­გეთ ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე, გა­და­ა­მოწ­მეთ, ხომ სწო­რად გა­ი­გო თქვენ­მა ოპო­ნენ­ტმა თქვე­ნი ნათ­ქვა­მი, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. ისე­დაც უამ­რა­ვი ჭორი, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ პე­რი­ოდ­ში. სჯობს გა­ა­კონ­ტრო­ლოთ და გა­და­ა­მოწ­მოთ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტყვა, ფრა­ზა, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე, სა­კუ­თა­რი მე­ტყვე­ლე­ბა გა­უ­გებრბე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.


რთუ­ლია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა... კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა... ყვე­ლა თა­ვი­სას ამ­ბობს, თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზეა და არ ეს­მის ოპო­ნენ­ტის, შეძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა.


რთულ­დე­ბა ასე­ვე ახა­ლი ცოდ­ნის აღე­ბა, ამი­ტომ მოთ­მი­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. ასე­ვე პრობ­ლე­მაა კონ­ცენ­ტრა­ცია, სა­მუ­შა­ო­ში ჩარ­თვა, გუ­ლის და­დე­ბა.


შე­ე­ცა­დეთ არა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ან სა­ბუთს არ მო­ა­წე­როთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შე­ნა­ძენს, ან ზო­გა­დად ვაჭ­რო­ბის სფე­როს ეხე­ბა - დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რა­ღაც ისე არ წა­ვი­დეს, რო­გორც გეგ­მავ­დით, იყოს გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი და შე­ფერ­ხე­ბე­ბი, თუ მა­ინც გი­წევთ გა­რი­გე­ბის და­დე­ბა - ათას­ჯერ გა­და­ა­მოწ­მეთ და გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­განს, შე­ის­წავ­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი სრულ­ყო­ფი­ლად.


ნუ გას­ცემთ და­პი­რე­ბებს - შემ­დეგ რთუ­ლი იქ­ნე­ბა მათი შეს­რუ­ლე­ბა.


არ არის სა­სურ­ვე­ლი ახა­ლი სა­ი­ტის, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გაშ­ვე­ბა, სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბა.


თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა გა­და­დეთ ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა 3 კვი­რით, რად­გან მერ­კუ­რი ტექ­ნი­კა­ცაა ამავდრო­უ­ლად (ტე­ლე­ფო­ნი, პლან­შე­ტი, კომ­პი­უ­ტე­რი და ა.შ.) და ზო­გა­დად, სიფრ­თხი­ლით მო­ე­პყა­რით ნე­ბის­მი­ერ ტექ­ნი­კას, არის გა­ფუ­ჭე­ბის, გა­ტეხ­ვის, და­ვირუ­სე­ბის, და­კარ­გვის ალ­ბა­თო­ბა.


თავი შე­ი­კა­ვეთ იმ­პულ­სუ­რი სა­ყიდ­ლე­ბის­გან, თუ მა­ინც გი­წევთ შე­ძე­ნა, კარ­გად შე­ა­მოწ­მეთ სა­ქო­ნე­ლი წუნ­ზე.


გზებ­ზე სიფრ­თხი­ლე მარ­თებთ მძღო­ლებს, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლოა დაბ­ნე­უ­ლი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ქცე­ვა სხვა­თა მხრი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, არის მეტი ავა­რი­ის ალ­ბა­თო­ბა და ისე­დაც, შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი, შე­ირ­ბი­ნეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში.


კი­დევ, გაფრ­თხილ­დით, არ გახ­დეთ ქურ­დო­ბის მსხვერ­პლი. სიფ­თხი­ლეა სა­ჭი­რო ასე­ვე სა­ბან­კო - სა­ფი­ნან­სო, სა­ინ­ვეს­ტი­ციო სფე­რო­ში, რად­გან მერ­კუ­რი, სწო­რედ, მის მმარ­თველ, მო­რი­ე­ლის ზო­ნა­ში ხდე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი.


სა­მა­გი­ე­როდ, ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გი იქ­ნე­ბა და­უმ­თავ­რე­ბე­ლი, გა­წე­ლი­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, მი­ცე­მუ­ლი სი­ტყვის შეს­რუ­ლე­ბა.


პე­რი­ო­დი კარ­გია იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ვი­საც საგ­ნის გა­და­ბა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.


თუ თქვე­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დულ პე­რი­ოდს ემ­თხვე­ვა, დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მალე დას­რულ­დე­ბა, ნუ გა­მოც­დით ბედს.


ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ძველ­მა ნაც­ნო­ბებ­მა შე­გახ­სე­ნოთ თავი და ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­ი­წყოს ურ­თი­ერ­თო­ბა (თუმ­ცა, შე­საძ­ლოა დრო­ე­ბით).


ეს პე­რი­ო­დი კარ­გია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ჰო­როს­კოპ­ში რეტ­რო მერ­კუ­რი აქვს, მათ უამ­რა­ვი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. მათ­თვის პი­რი­ქით, ეს ერთ - ერთი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა".


ასევე ნახეთ:


12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ეს 2 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი



ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით



რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

0
137
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0