x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96722
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458624
ამერიკამ სამხედრო უპირატესობა რომ მოიპოვოს ,ყირიმს და შორეულ აღმოსავლეთს უნდა შეუტიოს
image

Foreign Policy-ში გამოქვეყნდა ანალიტიკური მოსაზრება, სადაც საუბარია, რომ ამერიკამ სამხედრო რეგიონალური უპირატესობა რომ მოიპოვოს, ყირიმს და შორეულ აღმოსავლეთს უნდა დაესხას თავს.


"მოსკოვმა და პეკინმა შექმნეს მძლავრი სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რაც ამერიკელებს წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედების შესაძლებლობას ართმევს. ამან შეცვალა ძალების ბალანსი ტაივანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში და "უდავო ამერიკული უპირატესობის" ნაცვლად ახლა არსებობს კონკურენცია."




სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა უნდა მიიღოს ზომები, რათა არ მისცეს რუსეთს და ჩინეთს საშუალება გამოიყენონ რეგიონალური უპირატესობები ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით.



ამ შემთხვევაში საჭიროა, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ამერიკელებმა დააწესონ ემბარგო და შეიარაღებული თავდასმხა მოაწყონ მაგალითად, რუსეთის ჯარებზე ყირიმში ან სირიაში და ჯიბუტის ჩინურ ბაზაზე.



Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას მალევე გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ფედერაციის საბჭოს კომიტეტის წევრი ფრანც კლინტცევიჩი: >"ეს არის გიჟური ბოდვა, ეს არ არის სამხედრო პირის საუბარი. სამხედროებს ესმით, რომ თუ გსურთ გამარჯვება, ომი არ უნდა დაიწყოთ, განსაკუთრებით რუსეთთან ან ჩინეთთან, ”- განაცხადა მან.


კლინტევიცმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს ბალტიისპირეთზე თავდასხმას, როგორც ეს Foreign Policy-ის სტატიაშია აღნიშნული.


0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0