x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96538
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458436
ყავა, ტუალეტის ქაღალდი, საფენები: 10 ნივთი, რომლებიც სჯობს ოჯახის ბიუჯეტის დასაზოგად საბითუმოდ შეიძინოთ
ყველაფერი ბევრად უფრო იაფი იქნება, თუ საბითუმოდ შეიძენთ. თუმცა ხელთ უფრო მეტი თანხა უნდა გქონდეთ. სწორედ ამიტომ, პრიორიტეტები გამოყავით. ზოგიერთი ნივთის დიდი რაოდენობით შეძენა საბითუმოდ ბევრად უფრო მომგებიანია. გთავაზობთ ტოპ 10 ნივთს.


ტუალეტის ქაღალდი

image

საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ მოცულობითი ნივთია. მისი შეძენა ინტერნეტით ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ კომპანიამ მიტანის სერვისი უზრუნველყოს. სხვათა შორის, გამოთვლებით ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო საბითუმო საქონელი 59%-ით უფრო იაფი გამოვა.



ყავა

image

ამ პროდუქტს შენახვის ძალიან დიდი ვადა აქვს. სწორედ ამიტომ, სჯობს ერთდროულად ბევრი შეიძინოთ. ასე 46%-ის ეკონომიას შეძლებთ.


საკანცელარიო ნივთები

image

სასკოლო და საოფისე ნივთები ყოველთვის საჭიროა. საბითუმოდ შეძენილი სკრეპები, ფანქრები, ჩასანიშნი ქაღალდები და სხვა ნივთები ფულადი საშუალების 42%-ით ეკონომიის საშუალებას მოგცემთ.


წყლის ბოთლი

image

ხშირად მას უსარგებლო ხარჯს და ძვირ ეკოლოგიურ კატასტროფას უწოდებენ. პლასტმასის უტილიზაცია დიდი პრობლემაა, მაგრამ თუ ონკანის წყალის სტანდარტი დამაკმაყოფილებელი არაა, არჩევანი არ გაქვთ. მაშინ ბევრი ბოთლის შეძენა მოგიწევთ. ასე 28%-ის ეკონომიას შეძლებთ.


კონსერვები და სხვა შენახვის დიდი ვადის მქონე პროდუქტები

image

პროდუქტები, რომლებიც დიდი ხნით ინახება და არ ფუჭდება, საბითუმოდ შესაძენად შესანიშნავი კანდიდატებია. მათ მიეკუთვნება კონსერვები, შაქარი, ასევე სხვადასხვა მარცვლეული: შვრია, ბრინჯი, მაკარონი. რატომ გვირჩევენ სპეციალისტები მათ შეძენას? ისინი აუცილებლად გამოყენებული იქნება, ამასთან 22%-ით ეკონომიის გაწევას შეძლებთ.


საფენები

image

თუ პატარა ბავშვები გყავთ, საფენების შეძენა აუცილებლად მოგიწევთ. საფენების ჩანაცვლება გაგიჭირდებათ. სჯობს საჭირო ზომის მთელი პარტია შეიძინოთ. აქ 84%-მდე ეკონომიის გაწევას შეძლებთ.


კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი

ეს ნივთები ყოველთვის საჭირო იქნება. ოჯახში რაც უფრო ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მით უფრო მეტი მოცულობა დაგჭირდებათ. მხოლოდ ერთი კბილის პასტის და ჯაგრისის შეძენას აზრი არ აქვს, სჯობს საბითუმოდ შეიძინოთ. ერთდროულად რამდენიმე შეფუთვის შეძენით 50%-ის ეკონომიის გაწევას შეძლებთ.


სარეცხი საშუალებები

image

საპონს და შამპუნს ხშირად ვიყენებთ. როგორც წესი, მათ ხანგრძლივი შენახვის ვადა აქვთ. შეგიძლიათ ლამაზი დოზატორი შეიძინოთ და მუდმივად სარეცხი საშუალებით გაავსოთ. დიდი მოცულობის შეძენით 44%-ს ეკონომიის გაწევას შეძლებთ.


სანაგვე პარკები

image

ასეთი ნივთი ყოველთვის და დიდი რაოდენობით გვჭირდება. ვადა არ გასდის. დიდი პარტიის შეძენით ფულადი საშუალების 32%-ით დაზოგვას შეძლებთ.


ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულები

image

აირჩიეთ ის, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. მათი შენახვის ადგილი შეარჩიეთ და დიდი პარტია შეიძინეთ. თუ ნივთებს ფასდაკლებების პერიოდში შეიძინეთ ან კუპონებს გამოიყენებთ, ფულადი საშუალების 25%-ით დაზოგვას შეძლებთ.

თუ ამაზე არასდროს დაფიქრებულხართ, კალამი აიღეთ და თავად დათვალეთ. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ!



ასევე დაგაინტერესებთ:

დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

image

ვეძებთ მეზობელს, ვრთავთ შუქს და სხვა რჩევები ნაქირავებ ბინაში ეკონომიის გასაწევად

image

დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
631
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
631